მისია, ხედვა და ღირებულებები

      • მისია, ხედვა და ღირებულებები

        მისია

         შპს მენაფირის აკადემია არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც რამდენიმე ათეული წელია უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე.

        მენაფირის აკადემიის მისიაა ქვეყნის წინაშე და თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მისცეს მოსწავლეებს ზოგადი განათლება ჯანსაღ და უსაფრთხო სასკოლო გარემოში.

        მენაფირის აკადემიის მისიაა ხელი შეუწყოს მოსწავლეებში გარემოზე, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე ზრუნვის, კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა და სხვების მიმართ ტოლერანტობის უნარ-ჩვევების ფორმირებას, შემოქმედებითი და დამოუკიდებელი სწავლის უნარების განვითარებას. მოსწავლეებში თავისუფალი აზრის, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების წახალისებას.

        ხედვა

        „მენაფირის აკადემიის“ მისიდან გამომდინარე, სკოლის ხედვაა მდგრადი განვითარებისთვის, აღზარდოს მოსწავლეები ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე პასუხისმგებლობისა და უნივერსალური ეთიკური პრინციპების, ინდივიდებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან კომუნიკაციის მაღალი კულტურის მქონ მოქალაქეებად; ჩამოუყალიბოს მათ თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ციფრული უნარები, რომლითაც შეძლებენ ტექნოლოგიური და ციფრული მიღწევების ეფექტიან გამოყენებას საკუთარ საქმიანობაში.

        ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა მიიღწევა ისეთი სასკოლო გარემოს ფორმირებით, რომელიც ეფუძნება სასკოლო ტრადიციებს, თვითშეფასებისა და სწავლა სწავლების ანალიზს, სადაც სასკოლო საზოგადოება ორიენტირებულია საგანამანათლებლო საქმიანობის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე, სასკოლო კულტურისა და სასკოლო ინიციატივების წახალისებაზე, ზოგადი განათლების სფეროში არსებული საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებასა და დანერგვაზე.

        ღირებულებები

        კეთილგანწყობილი გარემო - მოსწავლეებს შეუძლიათ გამოხატონ: საკუთარი აზრი, ინიციატივა, ურთიერთპატივისცემა, ემპათია, სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

         

        ცოდნასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო- სკოლა მოსწავლეებს აძლევს კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, პრობლემების გაანალიზება და მისი გადაჭრის უნარებს.

         

        ტოლერანტული გარემო - სკოლა ორიენტირებულია რომ მოსწავლეებს ასწავლოს დააფასონ ადამიანი, როგორც ინდივიდი და მისი განსხვავებულობა, ასევე ქმნის არადისკრიმინაციულ გარემოს, სადაც ყველა დაცულია ძალადობისგან.

         

        ჯანსაღი გარემო - სკოლა უზრუნველყოფს რომ მოსწავლეებს შესთავაზოს ფორმალური და არაფორმალური განათლება, სადაც ყველა გამოავლენს თავის შესაძლებლობებს თავისუფალ გარემოში