სიახლეები

        • 9 აპრილი

        • 01/09/2022
        • 9 აპრილი დღე გამარჯვების და დღე მწუხარების. ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ამ უმნიშვნელოვანესი დღის აღსანიშნავად ლამპარის მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთები და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეს ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა.

        • უკრაინისთვის

        • 01/09/2022
        • ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა „ლამპარი“ უერთდება სოციალურ აქციას „ ბავშვები ბავშვებისათვის“ და სოლიდარობას უცხადებს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს!

          სწორედ ამ აქციის ფარგლებში უკრაინელი ბავშვებისათვის ვაგროვებთ საკვებს, სამოსს, ჰიგიენის საშუალებებს, წამლებსა და ყველა იმ ნივთს, რომელიც პატარებს ესაჭიროება...

          გთხოვთ, ჩაერთოთ აქციაში და ერთად შევუგროვოთ პატარებს მათთვის ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთები და პროდუქტები!!!

          პ.ს. უშუალოდ ჰუმანიტარული ტვირთის დახარისხებასა და შესაბამისი კომპანიისათვის გადაცემაზე იზრუნებს შპს ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა-ბაღი „ლამპარის“ ადმინისტრაცია.

          დიდი მადლობა, მაღალი სოციალური და ზნეობრივი პასუხიმგებლობის გამოჩენისათვის!

        • უკრაინის მხარდაჭერი პერფორმანსი

        • 01/09/2022
        • 🇺🇦 მეგობარ ქვეყანას სოლიდარობას უცხადებს ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარი". 💙💛

          გამარჯვებას ვუსურვებთ უკრაინელ მეგობრებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში!✊

          ვაგროვებთ ჰუმანიტარულ დახმარებას რომ ამ გზით დავეხმაროთ უკრაინელებს  მათთვის ამ რთულ პერიოდში. 🙏

          დიდება უკრაინას, დიდება გმირებს! 🇺🇦🇺🇦

        • შემოდგომის გაცილება

        • 01/09/2022
        • ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარის" I-VI კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლების ხელმძღვანელობით ჩაატარეს საშემოდგომო ღონისძიება სახელწოდებით "ბარაქიანი, ოქროსფერი შემოდგომა", რომლის მიზანი იყო შემოქმედებითი უნარების განვითარება მოსწავლეებში და ცოდნა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წელიწადის ეს დრო.

          ლამპარელებმა შემოდგომა გააცილეს ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით.

        • 9 აპრილი

        • 01/09/2022
        • 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

          32 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან და 30 წელი - დამოუკიდებლობის აღდგენიდან - საქართველოს ისტორიის ამ ორი მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარის" IXა კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ მაკა ბაშელეიშვილთან ერთად ღონისძიება მოაწყვეს. მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს, ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

        • პარლამენტში სტუმრობა

        • 01/09/2022
        • ზიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარის" მოსწავლეებმა კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა განახორციელეს სკოლის ორგანიზატორ შორენა მილაძესა და პედაგოგ გიორგი მენაფირესთან ერთად.

          ლამპარელებს საქართველოს პარლამენტში უმასპინძლეს. შენობისა და შიდა ინტერიერის დათვალიერების გარდა, რუსთაველ მოსწავლეებს ადგილზე ესაუბრნენ საკანონმდებლო ორგანოს დანიშნულებაზე, ქვეყნის სადღეისო პრობლემებზე, სწავლა-განათლების მიღების აუცილებლობაზე. ყველა მოსწავლის შეკითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა ადგილზე.

        • "Juvenile Rights"

        • 01/09/2022
        • 2020 წლის 12 თებერვალს ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარს" ესტუმრა ამერიკული კუთხე პროექტ "Juvenile Rights" ფარგლებში. "საიას" მოწვეულმა ტრენერმა ნათია ქოქიაშვილმა შეხვედრაზე ბავშვთა უფლებებსა და ბულინგის თემაზე ისაუბრა. პროექტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

        • მე3 კლასის გამოსაშვები ღონისძიება

        • 01/09/2022
        • ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარიში" ჩატარდა მე-3 ა და მე-3 ბ კლასის გამოსაშვები საღამო.

          მოსწავლეებმა შეაფასეს საინტერესოდ გავლილი სამი წელი. ერთმანეთს ენაცვლებოდა ლექსი, სიმღერა,ცეკვა. დირექციის წარმომადგენლებმა ლამპარელებს მიულოცეს სკოლის შემდეგ ეტაპზე გადასვლა.

        • 14 აპრილის ღონისძება

        • 01/09/2022
        • "სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული,ენა,სარწმუნოება.თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?... სხვისი არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას... ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს..."

          14 აპრილი-ქართული ენის დღე, ამ მოვლენის აღსანიშნავად ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარში" მოეწყო გაზეთების გამოფენა, ჩატარდა ღია გაკვეთილი, ვიქტორინა და ღონისძიება.

        • 112 ში სტუმრობა

        • 01/09/2022
        • შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ოპერატორებმა, „112“-ის დღისადმი მიძღვნილი ცნობადობის გაზრდის კვირეულის ფარგლებში, თბილისის კლასიკური გიმნაზიის და ქ. რუსთავის კერძო სკოლა „ლამპარის“ მოსწავლეებს ინტერაქტიული გაკვეთილები ჩაუტარეს.

          „112“-ის ოპერატორებმა სკოლის მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის შესახებ, რომლის მიზანია მოქალაქეთათვის გადაუდებელი შემთხვევების დროს დახმარების აღმოჩენა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს განუმარტეს, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე. მოზარდებს ასევე, განემარტათ არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და ის სანქციები, რაც გათვალისწინებულია ცრუ ზარის განხორციელების დროს.

          11 თებერვალი 112-ის დღედ, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, 2009 წელს გამოცხადდა. 112-ის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ევროპის მასშტაბით, ყოველწლიურად იმართება. ამ დღის აღნიშვნის მიზანს მოსახლეობაში 112-ის ცნობადობის გაზრდა წარმოადგენს.

          შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ოპერატორებმა, „112“-ის დღისადმი მიძღვნილი ცნობადობის გაზრდის კვირეულის ფარგლებში, თბილისის კლასიკური გიმნაზიის და ქ. რუსთავის კერძო სკოლა „ლამპარის“ მოსწავლეებს ინტერაქტიული გაკვეთილები ჩაუტარეს.

          „112“-ის ოპერატორებმა სკოლის მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის შესახებ, რომლის მიზანია მოქალაქეთათვის გადაუდებელი შემთხვევების დროს დახმარების აღმოჩენა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს განუმარტეს, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე. მოზარდებს ასევე, განემარტათ არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და ის სანქციები, რაც გათვალისწინებულია ცრუ ზარის განხორციელების დროს.

          11 თებერვალი 112-ის დღედ, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, 2009 წელს გამოცხადდა. 112-ის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ევროპის მასშტაბით, ყოველწლიურად იმართება. ამ დღის აღნიშვნის მიზანს მოსახლეობაში 112-ის ცნობადობის გაზრდა წარმოადგენს.

          • სათაური

          • Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Sint, adipisci, quibusdam, ad ab quisquam esse aspernatur exercitationem aliquam at fugit omnis vitae recusandae eveniet.

            Inventore, aliquam sequi nisi velit magnam accusamus reprehenderit nemo necessitatibus doloribus molestiae fugit repellat repudiandae dolor. Incidunt, nulla quidem illo suscipit nihil!Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit.