მათ დეტალურად მოისმინეს პროდუქტების დამზადების ეტაპები და თავიანთი პატარა ხელებით შექმნეს ახალი წლის თემატიკის აბაზანის ბურთები.
სიახლეები
🔹 ჩვენი II გ კლასი სტუმრად ,,პიელ ნატურალსში’’ .
- 18/12/2025
🔹 ფსიქოლოგის საათი პირველკლასელებთან ✨ თემა: ჩემი ოცნების სკოლა 🏫💭
- 18/12/2025
სავარჯიშომ გვაჩვენა, რომ ბავშვები კარგად ადაპტირდნენ სკოლასთან
და რაც ყველაზე ტკბილია — მათი საოცნებო სკოლა უკვე არსებობს…
ეს არის „მენაფირის აკადემია“
მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდათ:
გულის ფორმის ფანჯრები
დღეს IV ა და ბ კლასის მოსწავლეები რუსთავის სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმს ესტუმრნენ.⚽️🏈 რუსთავის სპორტის განვითარების ცენტრი/Rustavi Sports Development Center
- 18/12/2025
მათ შესანიშნავი გიდობა გაუწია გიორგი ჭონქაძემ.
,,მენაფირის აკადემიაში’’ აქტიურად მიმდინარეობს რაგბის პოპულარიზაცია , როგორც ბიჭებში ასევე გოგონებში.ბავშვებს ტურის ბოლოს ჩაუტარდათ შერკინების , დერეფნის და შებოჭვის პატარა გაკვეთილიც.შავი ბასტიონები • Black Bastions
🔹სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა ჭადრაკის ტურნირი, სადაც ერთმანეთს შეეჯიბრნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები.
- 18/12/2025
ტურნირი იყო მეგობრული, საინტერესო და პირველ რიგში — ბავშვების სტრატეგიული აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული.
გოგონების კატეგორიაში გამარჯვებული გახდა – მალეიკა შეირმამედოვა
ბიჭების კატეგორიაში გამარჯვებული გახდა – გაბრიელ აბულაძე
ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის!
🔹 ვიზიტი გაეროს ოფისში.🏦
- 18/12/2025
ჩვენმა 9, 10 და 11 კლასის მოსწავლეებმა საერთაშორისო დონეზე გაატარეს დრო — გაეროს ოფისში!
მათ შეხვდნენ გაეროს წარმომადგენლები, რომლებიც საინტერესოდ ესაუბრნენ ორგანიზაციის მიზნებზე, ფუნქციებსა და იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც გაერო სამყაროში ასრულებს.
რა ისწავლეს ბავშვებმა?
— როგორ ინარჩუნებს გაერო მშვიდობას მსოფლიო მასშტაბით
— რას აკეთებს გარემოს, განათლებისა და ადამიანის უფლებების დასაცავად
— რატომ არის თითოეული მოქალაქის ხმა მნიშვნელოვანი გლობალურ პროცესებში.
🔹 დღეს IV ა და ბ კლასის მოსწავლეები რუსთავის ციფრული განვითარების სივრცეს ესტუმრნენ.💻
- 18/12/2025
მოსწავლეებმა დაათვალიერეს თანამედროვე, ტექნოლოგიური გარემო, სადაც გაცნობას შეძლეს სხვადასხვა ინოვაციური მიმართულება. მათ განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევდა რობოტიკის ლაბორატორია.
დეტალურად გააცნეს, თუ როგორ შეუძლიათ ამ სივრცით სარგებლობა, რა შესაძლებლობები აქვთ სწავლასა და პირად განვითარებაში და როგორ უწყობს ხელს ცენტრი ბავშვებში შემოქმედებითი და ტექნიკური აზროვნების გაძლიერებას.
დღეს „მენაფირის აკადემიას“ ესტუმრნენ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
- 18/12/2025
შეხვდნენ ჩვენს მოსწავლეებს და დეტალურად გააცნეს ორივე უნივერსიტეტის ფაკულტეტები, სასწავლო პროგრამები და შესაძლებლობები.
ასევე გააზიარეს პრაქტიკული რჩევები იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოსწავლეებმა წარმატებით გადალახონ გამოცდები და აღმოჩნდნენ საკუთარ სასურველ უნივერსიტეტში.
ეს შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათთვის, ვინც პროფესიის არჩევის ეტაპზეა და ეძებს სანდო ინფორმაციის წყაროს.
სათაური
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Sint, adipisci, quibusdam, ad ab quisquam esse aspernatur exercitationem aliquam at fugit omnis vitae recusandae eveniet.
Inventore, aliquam sequi nisi velit magnam accusamus reprehenderit nemo necessitatibus doloribus molestiae fugit repellat repudiandae dolor. Incidunt, nulla quidem illo suscipit nihil!Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit.
