სიახლეები
შემოდგომა 2023
- 30/10/2023
- 39
ორფის მეთოდი
- 30/10/2023
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სახალისო მეთოდი, რომელსაც ,,მენაფირის აკადემია’’ იყენებს არის ,,ორფის’’ მეთოდი. ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს მუსიკის ფონზე ბავშვის-მოზარდის მუსიკალური სმენის,მახსოვრობისა და რითმის განვითარებას.
ბავშვები სწავლის პროცესში მუსიკის ფონზე განუწყვეტლივ მოძრაობენ და უვითარდებათ ყურადღების კონცენტრაცია.
პედაგოგი: თაკო შაუთიძე
11
,,აი იას '' შემობრძანება
- 21/10/2023
20 ოქტომბერს მენაფირის აკადემიაში'' Iა, Iბ და Iგ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი - ,,აი იას'' შემობრძანება. ჩვენი ულამაზესი მოსწავლეები ეზიარნენ ,,დედა ენას'’ , როგორც ქართველების გულის საუნჯეს და ოქროს ასოებით შემოხაზეს აი ია. გაკვეთილი დატვირთული იყო უამრავი საინტერესო და სახალისო აქტივობით.
პედაგოგები: მარიამ ასაბაშვილი , ირმა არაბიძე და ანა კასრელიშვილი.
8
ტვინების ბრძოლა
- 21/10/2023
- 19ოქტომბერს "მენაფირის აკადემიაში"გაიმართა "ტვინების ბრძოლის"
სასკოლო ჩემპიონატი, გაიმარჯვა გუნდმა"ბოლო გაფართხალებამ".გუნდის წევრები:ნიკოლოზ მუზაშვილი,მარიამ მარგველაშვილი,გიგი ცარციძე,ანი გელიკოშვილი და გუგა გოგიჩაშვილი . მადლობა ყველა მოსწავლეს აქტიური მონაწილეობისთვის
2
სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი მოზრდილებში
- 21/10/2023
,,მენაფირის აკადემიაში" საბუნებისმეტყველო კლუბის წევრებისათვის ჩატარდა კონფერენცია თემაზე: ,,სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი მოზრდილებში ".
კონფერენცია ჩაატარა კლუბის ხელმძღვანელმა ლაშა ჭელიძემ.
მედიათეკა
- 21/10/2023
11 ოქტომბერს რუსთავის მედიათეკას ,,მენაფირის აკადემიის" მოსწავლეები ესტუმრნენ. აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ შემეცნებით-საგანმანათლებლო მიმართულებით ახალგაზრდებმა საკუთარი თავის განვითარება შეძლონ.
რუსთავის მედიათეკა დგას ყველა მსურველის გვერდით და მზადაა უმასპინძლოს , მოისმინოს სიახლეები და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს განათლებაში .
4
ლეგო-ლოგიკის ინოვაციური მეთოდი
- 21/10/2023
მენაფირის აკადემია სწავლების უახლეს მეთოდებს გთავაზობთ , მათ შორის ლეგო-ლოგიკის ინოვაციურ მეთოდს , რომელიც ეხმარება ჩვენს უსაყვარლეს მოსწავლეებს მცირე მოტორული უნარების განვითარებაში , პრობლემის გადაჭრასა და კრეატიული აზროვნების განვითარებაში.
პედაგოგი : ნათია ლურსმანაშვილი
1
ახალი სასწავლო წელი 2023
- 21/10/2023
15 სექტემბერს ,,მენაფირის აკადემიაში'' ახალი სასწავლო წელი დაიწყო უამრავი სიახლითა და ახალი შემართებით. ჩვენი კლასები შეივსო ფერად-ფერადი და სიხარულით სავსე სახეებით. გისურვებთ ბედნიერ სასწავლო წელს და უამრავ ჯადოსნურ თავგადასავალს.
8
სათაური
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Sint, adipisci, quibusdam, ad ab quisquam esse aspernatur exercitationem aliquam at fugit omnis vitae recusandae eveniet.
Inventore, aliquam sequi nisi velit magnam accusamus reprehenderit nemo necessitatibus doloribus molestiae fugit repellat repudiandae dolor. Incidunt, nulla quidem illo suscipit nihil!Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit.