სასკოლო გარემოში უმნიშვნელოვანესია, რომ ბავშვებმა გააცნობიერონ: თითოეული ადამიანი განსხვავებულია. სწორედ ეს განსხვავებულობა ქმნის მრავალფეროვან, საინტერესო და სასიამოვნო სასკოლო ცხოვრებას.
ფსიქოლოგის საათზე ჩვენ ვსაუბრობთ პიროვნების ტიპებზე, იმიტომ რომ ბავშვებმა უკეთ ისწავლონ ერთმანეთის გაგება, პატივისცემა და თანამშრომლობა.
როდესაც ბავშვები ხედავენ, რომ ყველა უნიკალური თვისებებითა და ძალებით გამოირჩევა, სკოლა ხდება ადგილი, სადაც ურთიერთობები უფრო კეთილგანწყობილი, სითბოთი და მხარდაჭერით სავსეა.
