ქმნის თბილ, მხარდამჭერ და ერთიან სასწავლო გარემოს. ერთად ვღრმავებთ პარტნიორობას, ვუზიარებთ სიხარულს და ვაძლიერებთ ბავშვების მოტივაციას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სიახლეები
🔹 მშობელთა ჩართულობა III ა კლასში. ❤️
- 27/04/2025
🔹 დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მესამე ბ კლასის მოსწავლეები რუსთავის პარკს ეწვივნენ. 🌍 ბავშვებმა ისაუბრეს დედამიწის მნიშვნელობაზე და მის მოფრთხილებაზე. 🌱 ერთად გამოხატეს სურვილი, იყვნენ ბუნების მეგობრები და მცველები 💚
- 27/04/2025
🔹პირველი გ კლასის მოსწავლეებმა წინასააღდგომო აქტივობის ფარგლებში შოკოლადისგან გააკეთეს სააღდგომო ნამუშევრები და ბედნიერად გაატარეს დრო.❤️
- 27/04/2025
🔹 პირველი ბ კლასის წინა სააღდგომო აქტივობა .🐣❤️
- 27/04/2025
დავამზადეთ ულამაზესი სააღდგომო კვერცხის ფორმის ნივთები.
🔹 მათემატიკის კვირეულის საინტერესო გაკვეთილები. 💙
- 27/04/2025
🔹 მათემატიკის კვირეულის ფარგლებში ჩვენს უსაყვარლეს მესამე ა და ბ კლასის მოსწავლეებთან გაიმართა ვიქტორინა საგანში- ისტი.🤓💻
- 27/04/2025
🔹 ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში “მენაფირის აკადემიის” მე-11 კლასის მომსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია-“ილია-უგვირგვინო მეფე”. 📚
- 27/04/2025
გაგვახსენეს ილიას შემოქმედებისა და ღვაწლის მნიშვნელობა და ის, რომ ილია საზოგადოების ჰუმანურობისა და დემოკრატიზაციის მედროშე იყო.
🔹 პირველი გ კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღესთან დაკავშირებით საკუთარი ხედვით შექმნილი შემოქმედებითი პროექტები წარადგინეს, რომელთაც განსახიერებული ჰქონდათ ქართული ენისადმი პატივისცემა და სიყვარული.📚💙
- 27/04/2025
🔹ჩვენს აკადემიაში ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეული დაიწყო — სიტყვების, შინაარსისა და სიყვარულის ზეიმი.📚
- 27/04/2025
პირველ ღონისძიებას IV კლასელები წარმოგვიდგენენ სახელწოდებით: „ისწავლეთ ენა ქართული, კვლავ სადიდებლად ერისა“.
პატარა გულებიდან ამოსული დიდი სიტყვებით ისინი გვახსენებენ, რომ ენა — ეს არის ფესვი, ხიდი და სახლი, რომელიც ყველას გვაერთიანებს.
🔹 პროფესიების დღე პირველ ა კლასში. 👷🏻♀️👨🏻🍳
- 27/04/2025
🔹9 აპრილი — დღე, როცა დუმილს ყველაზე ძლიერი ხმა აქვს. 🥀
- 27/04/2025
ჩვენ არაფერს ვამბობთ, მაგრამ ყველაფერი გვითქვამს.
არ დავივიწყებთ!
🔹 მეორე გ კლასი ილუზიების მუზეუმში.🤓
- 27/04/2025
ჩვენმა მოსწავლეებმა კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე გაატარეს – ამჯერად ილუზიების მუზეუმში! ბავშვებმა მოინახულეს უჩვეულო ექსპონატები, საკუთარი თვალით იხილეს როგორ შეუძლია ილუზიას შეცვალოს რეალობის აღქმა და დიდი ინტერესით ჩაერთვნენ მუზეუმის ინტერაქტიურ სივრცეებში.
მოგზაურობა სავსე იყო სიცილით, გაოცებითა და უამრავი ახალი შთაბეჭდილებით.
🔹 საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის პროგრამა " მე ვიხეხავ კბილებს" 🦷🪥
- 27/04/2025
GeoPerio-ს პროგრამის ფარგლებში ამჯერად ჩვენს აკადემიას ესტუმრნენ. პროგრამის მიზანია ბავშვებისთვის პირის ღრუს მოვლასა და პროფილაქტიკაზე ინფორმაციის მიწოდება, მათი მოტივირება.
მოსწავლეებს lacalut ის პირის ღრუს მოვლის საშუალებები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ჩვენს აკადემიას გიორგი ბექაური ესტუმრა.
- 27/04/2025
ბავშვებმა ნახეს ცოცხალი შესრულება და თავადაც ჩაერთვნენ რითმის სამყაროში. შეხვედრა იყო შთაგონებით, ენერგიითა და მხიარულებით სავსე!
🔹კალიგრაფიის მასტერკლასი პირველ ა კლასში! ✍️✨
- 27/04/2025
პირველ ა კლასში კალიგრაფიის მასტერკლასი გაიმართა, სადაც ბავშვებმა ხელნაწერის ხელოვნებაში გამოცადეს თავი.
მათ შექმნეს საოცარი ნამუშევრები და გაიგეს, რა არის კალიგრამა – სიტყვებისა და გამოსახულების უნიკალური შერწყმა.
🔹პირველი ბ კლასის გაკვეთილი ბუნებაში! 🌿🦉
- 27/04/2025
დაწყებითების კვირეულის ფარგლებში, მენაფირის აკადემიის პირველმა ბ კლასმა გაკვეთილი ბუნებაში ჩაატარა თემაზე „ცხოველები და მათი საცხოვრებელი გარემო“. მოსწავლეები დააკვირდნენ ბუნებრივ ეკოსისტემას, ისწავლეს ცხოველების ჰაბიტატების შესახებ და ცოდნა თამაშითა და დაკვირვებით გაიმტკიცეს.
სწავლის ინტერაქტიული მეთოდები ცოდნის მიღებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის!
✨ მენაფირის აკადემიაში დაწყებითების კვირეული დაიწყო! ✨
- 27/04/2025
დღევანდელი დღე განსაკუთრებულად პოეტური გამოვიდა—პატარებმა „პოეზიის 5 წუთი“ გვაჩუქეს. მათ ულამაზესი ლექსებით სავსე წუთებს გვაზიარეს, სითბოთი, ემოციებითა და ბავშვური სილაღით გაალამაზეს დღე.
პოეზია გულით რომ იკითხება, დღეს ჩვენს აკადემიაში სწორედ ეს ვიხილეთ!
🔹 ჩვენი განსაკუთრებული ლეგო- ლოგიკის გაკვეთილი. 💙
- 27/04/2025
საოცარია რამდენი რამის აწყობა შეუძლიათ ლეგოთი ჩვენს უნიჭიერს ბავშვებს!
🔹🎨✨ დღეს ჩვენს სკოლაში ზალიკო სულაკაური გვსტუმრობდა! ✨🎨
- 27/04/2025
ბატონი ზალიკოს ფერადი სამყარო და უნიკალური ხედვა ხელოვნებაზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებად დარჩება. მოსწავლეებმა არა მხოლოდ მოისმინეს, არამედ შეიგრძნეს ხელოვნების მაგია!
მადლობა ამ დაუვიწყარი შეხვედრისთვის!
🔹მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს- განსხვავებულობა გვაერთიანებს! 💙🧦👯♂️ #დაუნისსინდრომისდღე
- 27/04/2025
სათაური
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Sint, adipisci, quibusdam, ad ab quisquam esse aspernatur exercitationem aliquam at fugit omnis vitae recusandae eveniet.
Inventore, aliquam sequi nisi velit magnam accusamus reprehenderit nemo necessitatibus doloribus molestiae fugit repellat repudiandae dolor. Incidunt, nulla quidem illo suscipit nihil!Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit.