სიახლეები
ჩვენმა 2ა კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და სიყვარულით დახატეს მებადური 🎨, ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი.
- 31/03/2026
- ამ აქტივობით ბავშვებმა არა მხოლოდ ხატვა ისწავლეს, არამედ გაეცნენ ქართულ ხელოვნებას
, ისაუბრეს მხატვარზე, მის ცხოვრებაზე და ნახატის შინაარსზე
. თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი ხედვითა და ფერებით გააცოცხლა მებადური, რის შედეგადაც ძალიან საინტერესო და განსხვავებული ნამუშევრები მივიღეთ
.
ჩვენი 2ბ კლასის მოსწავლეები სტუმრად „მაინდორში“ 🌿🎨
- 31/03/2026
შემოქმედებითი და სახალისო აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის , რადგან მუდმივი სწავლის პროცესში აუცილებელია პერიოდულად განტვირთვა, გარემოს შეცვლა და ენერგიის აღდგენა
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ბავშვების წარმოსახვის , კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას, ხოლო სწავლას კიდევ უფრო საინტერესო და სასიამოვნო პროცესად აქცევს.
ჩვენთან მათემატიკის გაკვეთილი განსაკუთრებით ხალისიანად და საინტერესო აქტივობებით ტარდება . 🧮📚
- 31/03/2026
ბავშვებმა იმუშავეს გუნდურად, ამოხსნეს სხვადასხვა სახალისო ამოცანები, ითამაშეს მათემატიკური თამაშები და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათემატიკა შეიძლება იყოს ძალიან სახალისო და საყვარელი საგანი.
სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად სახალისოც, ეფექტურიც და გემრიელიც. 😍🥰
- 31/03/2026
II გ კლასში ჩატარებულ გრამატიკის ღია გაკვეთილზე მოსწავლეებმა ფერადი ბარათებით, თამაშის ფორმატში გაიხსენეს განვლილი მასალა.
სწორი პასუხები კი ტკბილი ჯილდოთი დაგვირგვინდა.
🎙️ დიდი სიახლე ქართული რაგბისთვის!
- 31/03/2026
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ფრანგული Section Paloise-ის კაპიტანი ბექა გორგაძე გახდა პირველი სარაგბო სკოლის — მენაფირის აკადემია-ს საპატიო ელჩი
მისი ჩართულობა კიდევ უფრო გააძლიერებს პროექტის მნიშვნელობას და ხელს შეუწყობს ბავშვთა რაგბის განვითარებას, ახალი თაობის მოზიდვას და სწორი სარაგბო კულტურის ჩამოყალიბებას საქართველოში
📢 გიწვევთ ღია კარის დღეზე!
- 31/03/2026
ძვირფასო მშობლებო,
გეპატიჟებით ჩვენს სკოლაში ღია კარის დღეზე, რომელიც გაიმართება 4 აპრილს, 13:00 საათზე.
ამ დღეს თქვენ გექნებათ შესაძლებლობა:
დაათვალიეროთ სასწავლო გარემო
გაეცნოთ ჩვენს მასწავლებლებს
მიიღოთ ინფორმაცია სასწავლო პროგრამებისა და აქტივობების შესახებ
ნახოთ, როგორ გარემოში სწავლობენ და ვითარდებიან ჩვენი მოსწავლეები!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლა იყოს ადგილი, სადაც ბავშვი თავს ბედნიერად, დაცულად და მოტივირებულად იგრძნობს. სწორედ ამიტომ, გვინდა პირადად გაგაცნოთ ჩვენი სივრცე, მიდგომები და ღირებულებები.
გელოდებით 4 აპრილს, 13:00 საათზე —
მობრძანდით და უკეთ გაიცანით ჩვენი სკოლა!
დაწყებითი კლასების კვირეული დაიწყო, რომელიც ბავშვებმა შესანიშნავი ლექსებით, ცეკვებითა და სიმღერით გაალამაზეს. ☀️👧🧒
- 31/03/2026
დაწყებითი კლასები განსაკუთრებული ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში — სწორედ ამ დროს ყალიბდება სწავლის სიყვარული, პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, მეგობრობა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. ასეთი აქტივობები კი ბავშვებს აძლევს საშუალებას წარმოაჩინონ საკუთარი ნიჭი, გახდნენ უფრო თავდაჯერებულები და სცენის წინ დგომის გამოცდილებაც მიიღონ.
ჩვენი სკოლა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არა მხოლოდ აკადემიურ განათლებას, არამედ თითოეული ბავშვის პიროვნულ განვითარებას, მათი ნიჭის აღმოჩენასა და მხარდაჭერას. გვჯერა, რომ ბედნიერი, თავდაჯერებული და მოტივირებული ბავშვი ყველაზე კარგად სწავლობს და ყველაზე დიდ წარმატებას აღწევს.
დაწყებითი კლასების კვირეული სწორედ ბავშვების სიხარულის, შემოქმედების, ცოდნისა და წარმატების კიდევ ერთი ლამაზი მაგალითია.
გილოცავთ 8 მარტს! 🌸
- 16/03/2026
ჩვენი III ა კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შრომა და მონდომება ყოველთვის შედეგს იძლევა! 🧠✨
- 16/03/2026
ისინი წარმატებით მონაწილეობდნენ „ევერესტის“ ოლიმპიადაში და შესანიშნავი შედეგებით გვასახელეს.
📣 მენაფირის აკადემიაში 2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო! 💙
- 16/03/2026
ადგილი, სადაც ყოველი დღე – ახალი აღმოჩენაა!
რატომ მენაფირის აკადემია?
უსაფრთხო, თბილი და მეგობრული გარემო.
გამოცდილი და გულისხმიერი პედაგოგები.
ფსიქოლოგთა მხარდამჭერი გუნდი – ბავშვების ემოციური კეთილდღეობისთვის.
სწავლების ინდივიდუალური მიდგომა და თანამედროვე მეთოდები.
გაძლიერებული უცხო ენები.
სასკოლო კლუბები და შემოქმედებითი აქტივობები.
ლეგო-ლოგიკა.
არტ-თერაპია.
ორჯერადი კვება და კომფორტული სასადილო.
გახანგრძლივებული ჯგუფი (09:00-18:00).
რაგბის მიმართულება:
საქართველოში პირველი სარაგბო სკოლა
რაგბის ინტეგრირებული სწავლება
გუნდურობის, დისციპლინის და ლიდერობის განვითარება
დამატებითი მომსახურეობა.
ტრანსპორტი.
სამეჯლისო ცეკვები.
ქართული ცეკვები.
მენტალური არითმეტიკის , ჭადრაკის წრე და სხვა.
ყველა დამატებითი წრე ნებაყოფლობითია.
დაგეგმეთ ინდივიდუალური შეხვედრა, გაიცანით ჩვენი სკოლა და დარწმუნდით, რომ ეს არის ადგილი, სადაც თქვენი შვილი საუკეთესოდ განვითარდება!
რეგისტრაციიისთვის გადადით მითითებულ ბმულზე:
https://docs.google.com/…/1FAIpQLSdYioCURlatbI…/viewform…
მენაფირის აკადემია – ჩვენ ვქმნით მომავალს!
I ა კლასის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ ჯანინის სახელოსნო-ში, სადაც განსაკუთრებული სიყვარულითა და მონდომებით დაამზადეს საჩუქრები დედიკოებისთვის 💐
- 16/03/2026
დარწმუნებულები ვართ, რომ ამ საჩუქრებმა თითოეულ დედიკოს აგრძნობინა, თუ რამდენად ძვირფასი და შეუცვლელია საკუთარი შვილისთვის
II ბ კლასის მოსწავლეებმა დედიკოებისთვის სიყვარულითა და დიდი მონდომებით შექმნეს განსაკუთრებული საჩუქრები კოდალაში.🙈 💐
- 16/03/2026
თითოეულ ნამუშევარში იგრძნობოდა სითბო, მადლიერება და ბავშვური გულწრფელობა
ჩვენი Ill ა კლასი გილოცავთ 3 მარტს! ❤️
- 16/03/2026
დღეს ჩვენი მეოთხე კლასელები საოცარ გამოცდილებას ეზიარნენ ✨
- 16/03/2026
ვესტუმრეთ თბილისის ციფრულ სივრცე-ს, სადაც გავეცანით ამბავს საქართველოს სამი უდიდესი მეფის შესახებ — დავით აღმაშენებელი, ვახტანგ გორგასალი და ერეკლე II
ინტერაქტიული ფორმატი, ციფრული ინსტალაციები და ისტორიის ცოცხალი გადმოცემა ბავშვებისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
ეს იყო ძალიან ემოციური, შემეცნებითი და ნამდვილად დასამახსოვრებელი გამოცდილება ჩვენი მოსწავლეებისთვის
მენაფირის აკადემია- პირველი სარაგბო სკოლა საქართველოში!
- 16/03/2026
დღეს ჩვენი VI კლასელები იმიტაციის გალერეას ესტუმრნენ 🎭✨
- 16/03/2026
მოსწავლეებს ადგილზე საოცრად საინტერესო სანახაობა დახვდათ — შეხვდნენ ცნობილ ისტორიულ პირებს, კინოსა და მულტფილმის საყვარელ პერსონაჟებს
ეს იყო მხიარული, შემეცნებითი და შთამბეჭდავი გამოცდილება, რომელმაც ბავშვებს ფანტაზიისა და შემოქმედებითი აზროვნების კიდევ უფრო მეტად განვითარებაში დაეხმარა.
ჩვენს მესამე კლასელებს ფინანსური განათლების საინტერესო გაკვეთილი ჰქონდათ 💰✨
- 16/03/2026
მოსწავლეებმა ფულის დაზოგვასა და სწორ გადანაწილებაზე იმუშავეს, სურვილებისა და საჭიროებების განსხვავება ისწავლეს და ფინანსური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაც უკეთ გაიაზრეს
ვზრდით ცნობიერ და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილ თაობას.
დღეს ჩვენს სკოლას განსაკუთრებული სტუმრები ჰყავდა 🌍✨
- 16/03/2026
გაეროს წარმომადგენლები გვესტუმრნენ და მოსწავლეებთან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა დისკრიმინაცია, თანასწორობა და ერთმანეთის პატივისცემა
მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები, დაესვათ კითხვები და ემსჯელათ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამართლიანი და თანასწორი გარემოს შექმნა სკოლასა და საზოგადოებაში
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რამაც ბავშვებში თემისადმი მეტი ჩართულობა და ინტერესიც გამოიწვია.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე
- 16/03/2026
II ბ კლასში მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს საინტერესო ნაწარმოებები, გაუზიარეს ერთმანეთს აზრები და კიდევ ერთხელ აღმოაჩინეს, რამდენად საინტერესოა წიგნების სამყარო
აქტივობას სტუმრობდა რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი სოფიკო ჩხიტუნიძე, რომელმაც ბავშვებს კითხვის სიყვარული კიდევ უფრო გაუღვივა.
ვაგრძელებთ წიგნებთან მეგობრობას!
სათაური
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Sint, adipisci, quibusdam, ad ab quisquam esse aspernatur exercitationem aliquam at fugit omnis vitae recusandae eveniet.
Inventore, aliquam sequi nisi velit magnam accusamus reprehenderit nemo necessitatibus doloribus molestiae fugit repellat repudiandae dolor. Incidunt, nulla quidem illo suscipit nihil!Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit.
