სიახლეები
With us, English is always a new discovery!
- 04/06/2025
შინაგან სამყაროში მოგზაურობა. 🧠
- 04/06/2025
გაკვეთილზე სხეულის შიდა სამყაროში ვიმოგზაურეთ – გავეცანით გულს, ტვინს, ფილტვებს და სხვა საოცარ ორგანოებს, რომლებიც ყოველდღე შეუჩერებლად მუშაობენ ჩვენთვის.
ვიზუალურად, სახალისოდ და თან საინტერესოდ – ვსწავლობდით, ვაკვირდებოდით და ვიაზრებდით, როგორ ვმუშაობთ შიგნიდან
#შინაგანისამყარო #საბუნებისმეტყველოგაკვეთილი #აღმოჩენისსიხარული
რა მაგარია, როცა სწავლა ექსპერიმენტად იქცევა!
- 04/06/2025
ცდები, ფერადი რეაქციები და პატარა აღმოჩენები — მეცნიერება ჩვენს ხელშია! #სასკოლოექსპერიმენტები #სწავლახალისით
🔹 🌞 Let’s Take English Outside! 🌳
- 04/06/2025
Let’s Take English Outside!
Join us for a fun and engaging Outdoor English Activity, where learning meets adventure!
Practice your English through games, group challenges, and creative tasks — all under the open sky.
ვისწავლოთ ინგლისური ღია ცის ქვეშ!
შემოგვიერთდ! სწავლა თამაშთან და თავგადასავალთან ერთად გელოდება!
♦️,,მენაფირის აკადემია’’ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
- 04/06/2025
🔹 რა საოცარი მოგზაურობა შევძელით ჩაის ფინჯანით ხელში! ☕️
- 04/06/2025
უცხო ენების კვირეულის ფარგლებში ჩვენს სკოლაში გაიმართა შთამბეჭდავი და გემოვნებით სავსე ღონისძიება, რომელიც ჩაის სმის ტრადიციებს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა ნამდვილი კულტურული მრავალფეროვნება შემოგვთავაზეს — თითოეულმა ქვეყანამ თავისი უნიკალური ჩაის სმის წესი და მასთან დაკავშირებული ტრადიციები გაგვაცნო.
პირველი გ კლასის ანბანის გაცილება. 💜
- 04/06/2025
პირველი ბ კლასის გამოსაშვები
- 04/06/2025
პირველი ა კლასის გამოსაშვები
- 04/06/2025
გია მურღულია სტუმრად ,,მენაფირის აკადემიაში''
- 04/06/2025
დღეს ჩვენს სკოლას განსაკუთრებული სტუმარი ეწვია- გია მურღულია
და მოსწავლეებს შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ სრულიად ახალი მხრიდან გააცნო.
მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბიბლიურ მოტივებზე და იმ ღირებულებებზე, რომლებიც პოემის შინაარსს სიღრმესა და სულიერ დატვირთვას ანიჭებს.
შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, შთამაგონებელი და დაგვაფიქრა, რამდენად აქტუალურია „ვეფხისტყაოსანი“ დღევანდელ სამყაროშიც.
Today’s English lesson in 2B class showed how fun and interesting learning can be!
- 04/06/2025
In today’s world, learning through play helps children stay curious and motivated.
We use a variety of methods — movement, creativity, and teamwork — to make each lesson active and joyful.
When students enjoy learning, they grow more confident and remember more!
დღევანდელმა ინგლისურის გაკვეთილმა , 2ბ კლასში , ნათლად აჩვენა, რომ სწავლა შეიძლება იყოს სახალისო და საინტერესო!
თანამედროვე სამყაროში თამაშით სწავლა ბავშვებს ინტერესს და მოტივაციას უნარჩუნებს.
ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა მეთოდს — მოძრაობას, კრეატიულობას და გუნდურ მუშაობას, რომ გაკვეთილები გახდეს აქტიური და სასიამოვნო.
როცა ბავშვებს მოსწონთ სწავლა, ისინი უფრო თამამად და კარგად იმახსოვრებენ ნასწავლს!
საგანმანათლებლო პროექტი
- 04/06/2025
საგან მოქალაქეობის( საგანმანათლებლო პროექტის ) ფარგლებში,თემის აქტუალურობიდან გამომდინარე ,მე-11კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე:“ხელოვნური ინტელექტი და მისი გამაყენება სწავლა-სწავლების პროცესში". სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც.
საქველმოქმედო ბაზრობა
- 04/06/2025
დღეს ჩვენი აკადემია სითბოთი, სიყვარულითა და ერთმანეთის დახმარების სურვილით აივსო — საგაზაფხულო საქველმოქმედო ბაზრობამ განსაკუთრებული ხალისი და სიხარული მოიტანა ყველასთვის.
ეს იყო დღე, სადაც თითოეულმა ღიმილმა, სიტყვამ და მოქმედებამ მნიშვნელობა შეიძინა.
განსაკუთრებული მადლობა ყველას, ვინც გულით ჩაერთო ამ ლამაზ საქმეში — თქვენი თანადგომით შეგვიძლია შევმატოთ სიხარული რუსთავის ბავშვთა სახლს და მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ყურადღება და მზრუნველობა.
შემოსული თანხა მთლიანად სწორედ მათ მიეძღვნება — გულით, სიყვარულით და იმედით სავსე გზავნილი თითოეული ბავშვისკენ.
ისტორიის კვირეული
- 04/06/2025
ისტორიის კვირეულის ფარგლებშუ IX-X-XI კლასების გასვლითი აქტივობა- არმაზისხეობა,სვეტიცხოველი.
მხიარული სტარტები.❤️
- 04/06/2025
ჩვენი უნიჭიერესი ბავშვები და მათი შემოქმედება! 🎨
- 04/06/2025
🔹 პროფესიების დღე I გ კლასში.💙
- 04/06/2025
თემა: ჩემი მომავალი საქმიანობა.
🔹 „მენაფირის აკადემიაში“ საზაფხულო სკოლაზე რეგისტრაცია დაიწყო!📚🌞
- 04/06/2025
ვიწვევთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ჩვენს უნიკალურ საზაფხულო პროგრამაზე, რომელიც სწავლას, თამაშს და შემოქმედებითობას აერთიანებს!
რას გთავაზობთ:
ინგლისური ენის აქტიური სწავლება – თამაში, კომუნიკაცია და სიტყვების სამყაროში მოგზაურობა.
არტ-თერაპია – საკუთარი ემოციების გამოხატვა ფერებითა და ხელოვნებით.
ინტელექტუალური და განმავითარებელი თამაშები – ლოგიკა, ფანტაზია და გუნდური სულისკვეთება.
გარე და სპორტული აქტივობები – ჯანსაღი მოძრაობა, მზე და სუფთა ჰაერი.
სრულფასოვანი დღე 09:00-დან 18:00 საათამდე.
ორჯერადი კვება და სითბო, რომელიც თითოეულ ბავშვზე ზრუნვას ეფუძნება.
„მენაფირის აკადემიის“ საზაფხულო სკოლა — ეს არის სივრცე, სადაც ბავშვები არა მხოლოდ ერთობიან, არამედ ვითარდებიან, სწავლობენ და იზრდებიან სიყვარულით!
გთხოვთ, დაგვიკავშირდით დეტალებისთვის — ადგილები შეზღუდულია!
599-77-19-16
ბავშვებმა დიდი სიყვარულით წარმოადგინეს თავიანთი შინაური ცხოველები და გაგვიზიარეს დაუვიწყარი ისტორიები .💙
- 04/06/2025
სასწაული დღე გვქონდა მესამე ბ კლასთან ერთად!
სითბო, სიხარული და უამრავი ფუმფულა მეგობარი — ეს დღე აუცილებლად დარჩება ყველას გულში!
თანამედროვე საბავშვო მწერალი და მეიგავე-ნათია აბულაძე.📖
- 04/06/2025
ჩვენს აკადემიას სტუმრაობდა თანამედროვე საბავშვო მწერალი და მეიგავე-ნათია აბულაძე.
აღსანიშნავია, რომ მას აქვს საავტორო პროექტი “კითხვის საათი” ამ პროექტის ფარგლებში ის მოსწავლეებს შეხვდა.
პროგრამა სხვადასხვა ეტაპისგან შედგებოდა. მოსწავლეებმა მწერლის ლექსების, მოთხრობებისა და იგავ-არაკების ინსცენირება მოაწყვეს, გადალახეს სხვდასხვა ტური და დრო ნაყოფიერად გააატარეს. ბოლოს კი, ბავშვებს სერტიფიკატებთან ერთად, საჩუქრად წიგნებიც გადაეცათ.
სათაური
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Sint, adipisci, quibusdam, ad ab quisquam esse aspernatur exercitationem aliquam at fugit omnis vitae recusandae eveniet.
Inventore, aliquam sequi nisi velit magnam accusamus reprehenderit nemo necessitatibus doloribus molestiae fugit repellat repudiandae dolor. Incidunt, nulla quidem illo suscipit nihil!Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit.