მოსწავლეებმა ფულის დაზოგვასა და სწორ გადანაწილებაზე იმუშავეს, სურვილებისა და საჭიროებების განსხვავება ისწავლეს და ფინანსური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაც უკეთ გაიაზრეს
ვზრდით ცნობიერ და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილ თაობას.

მოსწავლეებმა ფულის დაზოგვასა და სწორ გადანაწილებაზე იმუშავეს, სურვილებისა და საჭიროებების განსხვავება ისწავლეს და ფინანსური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაც უკეთ გაიაზრეს
ვზრდით ცნობიერ და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილ თაობას.
გაეროს წარმომადგენლები გვესტუმრნენ და მოსწავლეებთან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა დისკრიმინაცია, თანასწორობა და ერთმანეთის პატივისცემა
მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები, დაესვათ კითხვები და ემსჯელათ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამართლიანი და თანასწორი გარემოს შექმნა სკოლასა და საზოგადოებაში
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რამაც ბავშვებში თემისადმი მეტი ჩართულობა და ინტერესიც გამოიწვია.
II ბ კლასში მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს საინტერესო ნაწარმოებები, გაუზიარეს ერთმანეთს აზრები და კიდევ ერთხელ აღმოაჩინეს, რამდენად საინტერესოა წიგნების სამყარო
აქტივობას სტუმრობდა რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი სოფიკო ჩხიტუნიძე, რომელმაც ბავშვებს კითხვის სიყვარული კიდევ უფრო გაუღვივა.
ვაგრძელებთ წიგნებთან მეგობრობას!
ქალაქში პირველად , ჩვენს სკოლაში პირველად იწყებს მუშაობას მენტალური არითმეტიკის სკოლის კლუბი, რომელიც ბავშვებს ეხმარება:
კონცენტრაციის გაუმჯობესებაში
სწრაფ და ზუსტ აზროვნებაში
მეხსიერებისა და ლოგიკური უნარების განვითარებაში
თავდაჯერებულობის გაზრდაში
კლუბში რეგისტრაცია ნებაყოფლობითია.
გაკვეთილები ჩატარდება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, სპეციალურად ბავშვების განვითარების ეტაპებზე მორგებული პროგრამით. I _იდან VI კლასის ჩათვლით.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია
რეგისტრაციისთვის შეავსეთ მითითებული ლინკი
https://docs.google.com/…/1FAIpQLScrIp…/viewform…
მოდით, ერთად განვავითაროთ ბავშვების გონებრივი პოტენციალი!
დახურული გემით მტკვარზე გაისეირნეს სერტიფიცირებული გიდის თანხლებით, რომელმაც მოუყვა ბავშვებს თბილისის დაარსების ლეგენდა და მარშუტზე არსებული ისტორიული ძეგლების ისტორია.
სიხარული, ემოციები და ახალი ცოდნა — ყველაფერი ერთად ერთ პატარა მოგზაურობაში
თემა: ,,გრძნობის ორგანოები”.
თემის მიზანი: ბავშვებმა შეძლონ შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობის გაცნობიერება.
ბავშვებთან ერთად ვისაუბრეთ:
შეგრძნების ორგანოებზე: გემო, ყნოსვა, შეხება, სმენა, მხედველობა
განვიხილეთ შეგრძნების ორგანოების ფუნქციები და მათი მნიშვნელობა.
თემის შესწავლა ბავშვებისთვის საინტერესო და სახალისო რომ იყოს, შევთავაზეთ მათ თამაში, რომლის სახელწოდებაც გახლავთ: ,,შეეხედე ბარათს და გამოიცანი რომელი გრძნობის ორგანოს გამოყენებაა საჭირო".
ანიმაცია, დახასიათება და ბავშვების წარმოდგენილი პროექტები — სწავლა შეიძლება იყოს ძალიან სახალისო!
II ბ კლასი.
დღეს ჩვენი მეორე ბ კლასის მოსწავლეები საახალწლო ტკბილეულის მასტერკლასს დაესწრნენ.
პატარა ხელებმა დიდი ფანტაზია გამოავლინეს — თავად გააფორმეს ტკბილეული საახალწლო თემატიკით.
სიცილი, სითბო და ტკბილი განწყობა ერთ სივრცეში შეიკრიბა.
მათ დეტალურად მოისმინეს პროდუქტების დამზადების ეტაპები და თავიანთი პატარა ხელებით შექმნეს ახალი წლის თემატიკის აბაზანის ბურთები.
სავარჯიშომ გვაჩვენა, რომ ბავშვები კარგად ადაპტირდნენ სკოლასთან
და რაც ყველაზე ტკბილია — მათი საოცნებო სკოლა უკვე არსებობს…
ეს არის „მენაფირის აკადემია“
მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდათ:
გულის ფორმის ფანჯრები
მათ შესანიშნავი გიდობა გაუწია გიორგი ჭონქაძემ.
,,მენაფირის აკადემიაში’’ აქტიურად მიმდინარეობს რაგბის პოპულარიზაცია , როგორც ბიჭებში ასევე გოგონებში.ბავშვებს ტურის ბოლოს ჩაუტარდათ შერკინების , დერეფნის და შებოჭვის პატარა გაკვეთილიც.შავი ბასტიონები • Black Bastions
ტურნირი იყო მეგობრული, საინტერესო და პირველ რიგში — ბავშვების სტრატეგიული აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული.
გოგონების კატეგორიაში გამარჯვებული გახდა – მალეიკა შეირმამედოვა
ბიჭების კატეგორიაში გამარჯვებული გახდა – გაბრიელ აბულაძე
ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის!
ჩვენმა 9, 10 და 11 კლასის მოსწავლეებმა საერთაშორისო დონეზე გაატარეს დრო — გაეროს ოფისში!
მათ შეხვდნენ გაეროს წარმომადგენლები, რომლებიც საინტერესოდ ესაუბრნენ ორგანიზაციის მიზნებზე, ფუნქციებსა და იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც გაერო სამყაროში ასრულებს.
რა ისწავლეს ბავშვებმა?
— როგორ ინარჩუნებს გაერო მშვიდობას მსოფლიო მასშტაბით
— რას აკეთებს გარემოს, განათლებისა და ადამიანის უფლებების დასაცავად
— რატომ არის თითოეული მოქალაქის ხმა მნიშვნელოვანი გლობალურ პროცესებში.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს თანამედროვე, ტექნოლოგიური გარემო, სადაც გაცნობას შეძლეს სხვადასხვა ინოვაციური მიმართულება. მათ განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევდა რობოტიკის ლაბორატორია.
დეტალურად გააცნეს, თუ როგორ შეუძლიათ ამ სივრცით სარგებლობა, რა შესაძლებლობები აქვთ სწავლასა და პირად განვითარებაში და როგორ უწყობს ხელს ცენტრი ბავშვებში შემოქმედებითი და ტექნიკური აზროვნების გაძლიერებას.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Sint, adipisci, quibusdam, ad ab quisquam esse aspernatur exercitationem aliquam at fugit omnis vitae recusandae eveniet.
Inventore, aliquam sequi nisi velit magnam accusamus reprehenderit nemo necessitatibus doloribus molestiae fugit repellat repudiandae dolor. Incidunt, nulla quidem illo suscipit nihil!Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit.
Powered by aSc EduPage