განვიხილეთ სხეულის პირადი ნაწილები , სხეულზე ზრუნვა,ქცევები რომლებიც პირად სივრცეში უნდა ხდებოდეს , საზოგადოებრივი ადგილი , წესები საზოგადოებაში არსებული პირადი ადგილების გამოყენებისას .
სიახლეები
ფსიქოლოგის საათი ჩვენს უსაყვარლეს პატარებთან ერთად.
- 23/02/2025
ინგლისურის პრეზენტაცია
- 23/02/2025
ყოველთვის სახალისო და სიანტერესო ინგლისურის გაკვეთილი პირველ გ კლასში.
სტუმრად ,,პიელ ნატურალსში’'
- 23/02/2025
ჩვენი უსაყვარლესი პირველი ა კლასი სტუმრად ,,პიელ ნატურალსში’’.
გაიცნეს ნატურალური კოსმეტიკის წარმოების პროცესი და საკუთარი ხელით დაამზადეს აბაზანის ბურთებიც. ვიზიტი ძალიან ხალისიანი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
ფსიქოლოგის საათი I გ კლასში
- 23/02/2025
კოგნიტური უნარების განმავითარებელი სავარჯიშოები ჩვენი უსაყვარლესი პატარებისთვის.
ეთნოგრაფიული მუზეუმი
- 23/02/2025
მესამე ა კლასის მოსწავლეებთან ერთად დაუვიწყარი დღე გავატარეთ ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ბავშვებს თიხის მასტერკლასი ჩაუტარდათ, სადაც თავიანთი პატარა ხელებით შექმნეს საოცარი ნამუშევრები. შემდეგ კი ძველი ქართული სახლების ეზოები მოვიარეთ, გავიცანით მათი უნიკალური ისტორია და შევიგრძენით იმ დროის სული. ყოველი მომენტი სითბოთი და ცნობისმოყვარეობით იყო სავსე – ნამდვილი ჯადოსნური მოგზაურობა წარსულში!
სტუმრად შატო ხაშმში
- 23/02/2025
ჩვენი პირველი კლასის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული დღე იყო – ისინი შატო ხაშმს ესტუმრნენ, სადაც დაუვიწყარი გამოცდილება მიიღეს.
ბავშვებმა საკუთარი ხელით ხინკლის მოხვევა ისწავლეს და ქართული ტრადიციული კერძის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს. ასევე, დიდი სიამოვნებით ამოავლეს ჩურჩხელები, გაეცნენ ტკბილეულის დამზადების პროცესს და თავიანთი პატარა შედევრები თან წაიღეს.
ეს დღე სავსე იყო მხიარულებით, ახალი ცოდნითა და ულამაზესი ემოციებით. ექსკურსია არა მხოლოდ შემეცნებითი, არამედ ძალიან მხიარულიც აღმოჩნდა, რაც პატარა სტუმრებისთვის დიდი ხნის განმავლობაში დაუვიწყარი დარჩება.
მეხუთე კლასის ინგლისური გაკვეთილის კადრები!
- 23/02/2025
ვიმუშავეთ თემაზე – შემოდგომა და ამინდი. მოსწავლეებმა ისაუბრეს ცივი შემოდგომის დილებზე, ფერად ფოთლებსა და წვიმიან საღამოებზე. გაკვეთილი სავსე იყო ახალი სიტყვებით, საინტერესო ისტორიებით და შემოქმედებითი იდეებით. სწავლისა და მხიარულების იდეალური კომბინაცია!
გიორგი კეკელიძე სტუმრად მენაფირის აკადემიაში
- 23/02/2025
გიორგი კეკელიძის სტუმრობა ჩვენს სკოლაში ნამდვილი დღესასწაული იყო! მან გაგვიზიარა უნიკალური ისტორიები, ისაუბრა წიგნების სამყაროზე, მნიშვნელობასა და იმ ძალაზე, რომელსაც კითხვის სიყვარული გვაძლევს. მოსწავლეებმა არა მხოლოდ საოცარი ამბები მოისმინეს, არამედ პირდაპირი კონტაქტის საშუალებით შეიგრძნეს ის ენთუზიაზმი, რაც გიორგი კეკელიძეს ასე გამორჩეულს ხდის.განსაკუთრებით სასიამოვნო იყო მისი გულწრფელი საუბარი და ის იდეები, რომლებიც თითოეული ჩვენგანისთვის მოტივაციის წყაროდ იქცა. მადლობა გიორგის ამ დაუვიწყარი დღისათვის! თქვენი სიტყვები ჩვენთან დარჩება და ბევრისთვის გზამკვლევი იქნება.
ჩვენი საოცარი ორფის გაკვეთილი. ნახეთ რა საინტერესოდ შეისწავლიან მუსიკალურ გრძლიობებს.🎼💙
- 23/02/2025
საინფორმაციო გაკვეთილი IV კლასში
- 23/02/2025
საინფორმაციო გაკვეთილი IV კლასში , სადაც მოსწავლეებმა გაიგეს, როგორ ვრცელდება ვირუსები, განსაკუთრებით ზამთარში, და როგორ მუშაობს ‘დომინოს’ პრინციპი გადაცემაში.
ვისწავლეთ ხელების სწორად დაბანის ტექნიკა, რომ დავიცვათ თავი და ერთმანეთი. ცოდნა, რომელიც თითოეულს გვეხმარება ვიყოთ ჯანმრთელები!
გაკვეთილი ციტრუსების ფერად სამყაროზე I ა კლასში
- 23/02/2025
განსაკუთრებული გაკვეთილი ციტრუსების ფერად სამყაროზე I ა კლასში!
ბავშვებმა შეიტყვეს, თუ როგორ გვაჩუქა ბუნებამ ეს სავსე და ტკბილი ხილი. ფორთოხალი, მანდარინი და ლიმონი ახლა მათთვის არა მხოლოდ გემრიელი, არამედ საინტერესო ისტორიის ნაწილი გახდა!🍋🟩
VII კლასის მოსწავლეები რუსთავის სპორტის მუზეუმს ეწვივნენ
- 23/02/2025
ჩვენი VII კლასის მოსწავლეები რუსთავის სპორტის მუზეუმს ეწვივნენ, სადაც მათი ინტერესი ქართული სპორტისადმი უფრო მეტად გაიზარდა .
სასიამოვნოა, რომ შეგვეძლო მათთვის ამ უნიკალური გამოცდილების გაზიარება!
საშემოდგომო ფესტივალი
- 23/02/2025
წლევანდელი შემოდგომის ფესტივალი სკოლაში ნამდვილ საოცრებად გადაიქცა. II ა,ბ,გ და III ა, ბ კლასებმა თავიანთი უნიკალური ხედვა და შემოქმედება ერთმანეთს შეახვედრეს , რათა შემოდგომის სილამაზე ახალი კუთხით დაენახებინათ.
პირველი გ კლასი რუსთავის მედიათეკას ესტუმრნენ
- 23/02/2025
ჩვენი უსაყვარლესი პირველი გ კლასი რუსთავის მედიათეკას ესტუმრნენ.
ჩვენს პატარებს განსაკუთრებით მოეწონათ მათი საბავშვი წიგნები.
ჰელოუვინი
- 23/02/2025
„აი ია“ დღეს ჩვენს პირველ „ა“ კლასში შემობრძანდა!
- 23/02/2025
ამ სიტყვებმა ჯადოსნური ძალით გაანათა კლასი, და ბავშვების თვალები გააბრწყინა. ფერადი, ცოცხალი ია არა მარტო სითბოთი, არამედ ცოდნისა და მეგობრობის სურნელით შემოვიდა, თითოეული ბავშვის გულში პატარა საოცრება გააღვიძა.
1გ კლასში განსაკუთრებული სტუმარი მოვიდა – აი-ია!
- 23/02/2025
გაკვეთილმა ბავშვებს სიმსუბუქე და სიახლე მოჰგვარა, თითქოს ფერადი ზღაპრის ნაწილი გამხდარიყვნენ. ყოველი პატარა სიხარულით უყურებდა მას და გაოცებით უსმენდა. აი-იას სტუმრობა იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ გაკვეთილი – ეს იყო ნაზი და თბილი დღე, რომელიც ყველას გულს დიდხანს გაათბობს.
1ბ კლასში აი-იას შემობრძანება
- 23/02/2025
1ბ კლასში აი-იას შემობრძანებამ ნამდვილი იისფერი საოცრება მოიტანა!
ბავშვების თვალებში სიხარული და ცნობისმოყვარეობა ანათებდა, ხოლო კლასში იისფერ სითბოსა და ზღაპრული ენერგიის ცოცხალი ხიბლი იგრძნობოდა. თითოეული ბავშვი აღფრთოვანებული შეეგება ამ განსაკუთრებულ დღეს, რომელიც ყველასთვის დაუვიწყარ მოგონებად დარჩება!
მშვენიერი ბანიანი სახლები
- 23/02/2025
ჩვენი გაკვეთილები ყოველთვის მრავალფეროვანი და ინტერაქციულია. ამჯერად, ბავშვებმა საკუთარი ხელით შექმნეს ეს მშვენიერი ბანიანი სახლები, სადაც მათი შემოქმედება და შრომა საოცრად ჩანს. თითოეული დეტალი მათი იდეებისა და ნიჭის შედეგია, რაც სწავლების პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს და პრაქტიკულს ხდის.
საოცარი საშემოდგომო ექსკურსია! II გ კლასი პაპას სახლს ესტუმრა
- 23/02/2025
საოცარი საშემოდგომო ექსკურსია! II გ კლასი პაპას სახლს ესტუმრა საოცარი მასპინძლები დაგვხვდნენ: ბავშვებმა საკუთარი ხელით ამოავლეს ჩურჩხელები . შემდეგ, სუფრასთან მიგვიპატიჟეს – სავსე იყო ტრადიციული კახური კერძებით. ბავშვები სიხარულით ისხდნენ გრძელ მაგიდასთან, სადაც მწვადი, შოთის პური, ხაჭაპურის და ნაზუქის სურნელი ერთად იდგა. მასპინძლებმა ნამდვილი კახური სითბო და გულღიაობა გვაჩვენეს, ბავშვები და ჩვენ ყველა გაოცებულნი და აღფრთოვანებულები დავბრუნდით სახლში.
სათაური
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Sint, adipisci, quibusdam, ad ab quisquam esse aspernatur exercitationem aliquam at fugit omnis vitae recusandae eveniet.
Inventore, aliquam sequi nisi velit magnam accusamus reprehenderit nemo necessitatibus doloribus molestiae fugit repellat repudiandae dolor. Incidunt, nulla quidem illo suscipit nihil!Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit.