მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, სახალისო ფორმატში გამოევლინათ საკუთარი ცოდნა და ენობრივი უნარები.
ვიქტორინის განმავლობაში მათ უპასუხეს როგორც გრამატიკულ, ისე ლექსიკურ და ლოგიკურ კითხვებს, იმუშავეს გუნდურად და გამოავლინეს მაღალი ჩართულობა

მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, სახალისო ფორმატში გამოევლინათ საკუთარი ცოდნა და ენობრივი უნარები.
ვიქტორინის განმავლობაში მათ უპასუხეს როგორც გრამატიკულ, ისე ლექსიკურ და ლოგიკურ კითხვებს, იმუშავეს გუნდურად და გამოავლინეს მაღალი ჩართულობა
ყველაფერი იწყება პირველი კლასიდან
პირველი მეგობრები
პირველი წარმატებები
პირველი ნაბიჯები დიდ სამყაროში
მენაფირის აკადემიაში ჩვენ გვჯერა, რომ სკოლა მხოლოდ გაკვეთილები არ არის
ეს არის ადგილი, სადაც ბავშვები სწავლობენ ფიქრს, მეგობრობას, პასუხისმგებლობას და საკუთარი თავის რწმენას.
უსაფრთხო გარემო
ყურადღებიანი მასწავლებლები
საინტერესო გაკვეთილები
და ბედნიერი ბავშვობა
ეს არის მენაფირის აკადემია
იჩქარეთ , ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
შემოქმედებითი და სახალისო აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის , რადგან მუდმივი სწავლის პროცესში აუცილებელია პერიოდულად განტვირთვა, გარემოს შეცვლა და ენერგიის აღდგენა
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ბავშვების წარმოსახვის , კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას, ხოლო სწავლას კიდევ უფრო საინტერესო და სასიამოვნო პროცესად აქცევს.
ბავშვებმა იმუშავეს გუნდურად, ამოხსნეს სხვადასხვა სახალისო ამოცანები, ითამაშეს მათემატიკური თამაშები და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათემატიკა შეიძლება იყოს ძალიან სახალისო და საყვარელი საგანი.
II გ კლასში ჩატარებულ გრამატიკის ღია გაკვეთილზე მოსწავლეებმა ფერადი ბარათებით, თამაშის ფორმატში გაიხსენეს განვლილი მასალა.
სწორი პასუხები კი ტკბილი ჯილდოთი დაგვირგვინდა.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ფრანგული Section Paloise-ის კაპიტანი ბექა გორგაძე გახდა პირველი სარაგბო სკოლის — მენაფირის აკადემია-ს საპატიო ელჩი
მისი ჩართულობა კიდევ უფრო გააძლიერებს პროექტის მნიშვნელობას და ხელს შეუწყობს ბავშვთა რაგბის განვითარებას, ახალი თაობის მოზიდვას და სწორი სარაგბო კულტურის ჩამოყალიბებას საქართველოში
ძვირფასო მშობლებო,
გეპატიჟებით ჩვენს სკოლაში ღია კარის დღეზე, რომელიც გაიმართება 4 აპრილს, 13:00 საათზე.
ამ დღეს თქვენ გექნებათ შესაძლებლობა:
დაათვალიეროთ სასწავლო გარემო
გაეცნოთ ჩვენს მასწავლებლებს
მიიღოთ ინფორმაცია სასწავლო პროგრამებისა და აქტივობების შესახებ
ნახოთ, როგორ გარემოში სწავლობენ და ვითარდებიან ჩვენი მოსწავლეები!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლა იყოს ადგილი, სადაც ბავშვი თავს ბედნიერად, დაცულად და მოტივირებულად იგრძნობს. სწორედ ამიტომ, გვინდა პირადად გაგაცნოთ ჩვენი სივრცე, მიდგომები და ღირებულებები.
გელოდებით 4 აპრილს, 13:00 საათზე —
მობრძანდით და უკეთ გაიცანით ჩვენი სკოლა!
დაწყებითი კლასები განსაკუთრებული ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში — სწორედ ამ დროს ყალიბდება სწავლის სიყვარული, პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, მეგობრობა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. ასეთი აქტივობები კი ბავშვებს აძლევს საშუალებას წარმოაჩინონ საკუთარი ნიჭი, გახდნენ უფრო თავდაჯერებულები და სცენის წინ დგომის გამოცდილებაც მიიღონ.
ჩვენი სკოლა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არა მხოლოდ აკადემიურ განათლებას, არამედ თითოეული ბავშვის პიროვნულ განვითარებას, მათი ნიჭის აღმოჩენასა და მხარდაჭერას. გვჯერა, რომ ბედნიერი, თავდაჯერებული და მოტივირებული ბავშვი ყველაზე კარგად სწავლობს და ყველაზე დიდ წარმატებას აღწევს.
დაწყებითი კლასების კვირეული სწორედ ბავშვების სიხარულის, შემოქმედების, ცოდნისა და წარმატების კიდევ ერთი ლამაზი მაგალითია.
ისინი წარმატებით მონაწილეობდნენ „ევერესტის“ ოლიმპიადაში და შესანიშნავი შედეგებით გვასახელეს.
ადგილი, სადაც ყოველი დღე – ახალი აღმოჩენაა!
რატომ მენაფირის აკადემია?
უსაფრთხო, თბილი და მეგობრული გარემო.
გამოცდილი და გულისხმიერი პედაგოგები.
ფსიქოლოგთა მხარდამჭერი გუნდი – ბავშვების ემოციური კეთილდღეობისთვის.
სწავლების ინდივიდუალური მიდგომა და თანამედროვე მეთოდები.
გაძლიერებული უცხო ენები.
სასკოლო კლუბები და შემოქმედებითი აქტივობები.
ლეგო-ლოგიკა.
არტ-თერაპია.
ორჯერადი კვება და კომფორტული სასადილო.
გახანგრძლივებული ჯგუფი (09:00-18:00).
რაგბის მიმართულება:
საქართველოში პირველი სარაგბო სკოლა
რაგბის ინტეგრირებული სწავლება
გუნდურობის, დისციპლინის და ლიდერობის განვითარება
დამატებითი მომსახურეობა.
ტრანსპორტი.
სამეჯლისო ცეკვები.
ქართული ცეკვები.
მენტალური არითმეტიკის , ჭადრაკის წრე და სხვა.
ყველა დამატებითი წრე ნებაყოფლობითია.
დაგეგმეთ ინდივიდუალური შეხვედრა, გაიცანით ჩვენი სკოლა და დარწმუნდით, რომ ეს არის ადგილი, სადაც თქვენი შვილი საუკეთესოდ განვითარდება!
რეგისტრაციიისთვის გადადით მითითებულ ბმულზე:
https://docs.google.com/…/1FAIpQLSdYioCURlatbI…/viewform…
მენაფირის აკადემია – ჩვენ ვქმნით მომავალს!
დარწმუნებულები ვართ, რომ ამ საჩუქრებმა თითოეულ დედიკოს აგრძნობინა, თუ რამდენად ძვირფასი და შეუცვლელია საკუთარი შვილისთვის
თითოეულ ნამუშევარში იგრძნობოდა სითბო, მადლიერება და ბავშვური გულწრფელობა
ვესტუმრეთ თბილისის ციფრულ სივრცე-ს, სადაც გავეცანით ამბავს საქართველოს სამი უდიდესი მეფის შესახებ — დავით აღმაშენებელი, ვახტანგ გორგასალი და ერეკლე II
ინტერაქტიული ფორმატი, ციფრული ინსტალაციები და ისტორიის ცოცხალი გადმოცემა ბავშვებისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
ეს იყო ძალიან ემოციური, შემეცნებითი და ნამდვილად დასამახსოვრებელი გამოცდილება ჩვენი მოსწავლეებისთვის
მოსწავლეებს ადგილზე საოცრად საინტერესო სანახაობა დახვდათ — შეხვდნენ ცნობილ ისტორიულ პირებს, კინოსა და მულტფილმის საყვარელ პერსონაჟებს
ეს იყო მხიარული, შემეცნებითი და შთამბეჭდავი გამოცდილება, რომელმაც ბავშვებს ფანტაზიისა და შემოქმედებითი აზროვნების კიდევ უფრო მეტად განვითარებაში დაეხმარა.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Sint, adipisci, quibusdam, ad ab quisquam esse aspernatur exercitationem aliquam at fugit omnis vitae recusandae eveniet.
Inventore, aliquam sequi nisi velit magnam accusamus reprehenderit nemo necessitatibus doloribus molestiae fugit repellat repudiandae dolor. Incidunt, nulla quidem illo suscipit nihil!Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit.
Powered by aSc EduPage