სიახლეები

        • ფსიქოლოგის საათი - "ამოვიცნოთ, რას გრძნობენ სხვები".

        • 13/07/2024
        • ფსიქოლოგის საათი - "ამოვიცნოთ, რას გრძნობენ სხვები".

          სრულფასოვანი პიროვნების ფორმირებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ემოციური ინტელექტის განვითარებაა, სწორედ ამიტომ, ჩვენი ფსიქოლოგი მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლის თუ როგორ ამოიცნონ და მართონ საკუთარი და სხვების ემოციები.

           

        • დღეს ჩვენი უსაყვარლესი VI კლასელები ,,თბილისის ციფრულ სივრცეს’’ ესტუმრნენ.

        • 13/07/2024
        • დღეს ჩვენი უსაყვარლესი VI კლასელები ,,თბილისის ციფრულ სივრცეს’’ ესტუმრნენ.

          თემა: წყალქვეშა სამყარო.

          თბილისის ციფრული სივრცე კავკასიაში პირველი ციფრული ხელოვნების მუზეუმია, სადაც აუდიო-ვიზუალური ინსტალაციებითა და სპეცეფექტებით სხვადასხვა თემებზე ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ემოციური სანახაობებია შექმნილი.

        • მათემატიკის გაკვეთილი მეორე ა კლასში

        • 13/07/2024
        • თემა: 100-ზე ნაკლები რიცხვები.

          მიზანი: ასზე ნაკლები რიცხვების ზეპირი და წერითი ნუმერაციის საკითხის შესწავლა;

          მათი წაკითხვა, ჩაწერა, წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება.

          და ბოლოს , სიბეჯითისთვის და მონდომებისთვის, დამსახურებული ვარსკვლავები .

        • სკოლის ფსიქოლოგებთან შეხვედრა

        • 13/07/2024
        • თვითმართველებმა,სამოქმედო გეგმის შესაბამისად,მორიგი აქტივობა ამჟამად ახალ სივრცეში "მედეათეკაში "გამართეს სადაც მოიწვიეს სკოლის ფსიქოლოგები: ანი ქისტაური და მარიამ ბასილაშვილი.

          ისაუბრეს მათთვის აქტუალურ თემაზე"გარდატეხის ასაკზე" და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

          ჩვენთვის ჩვენი მოსწავლეების ჯანსაღი გარემო და მენტალური ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია.

        • რაიდთერაპია

        • 15/11/2023
        • რაიდთერაპია იგივე იპოთერაპია .,,მენაფირის აკადემიის’’ მეორე კლასის მოსწავლეები დღეს რუსთავის იპოდრომს ესტუმრნენ.რაიდთერაპიის დროს , ცხენთან ურთიერთობისას , ბავშვები მეტად მობილიზებულები არიან , უუმჯობესდებათ წონასწორობა და უვითარდებათ მოტორიკა.რაც ყველაზე მთავარია საუკეთესო გარემოში სწავლობენ ყველაზე მნიშვნელოვანს- ერთმანეთის სიყვარულს.

           

        • სტუმრად ,,გარდენიაში''

        • 15/11/2023
        • ,,მენაფირის აკადემიის" მე-3 ა კლასის უსაყვარლესი ბავშვები ,,გარდენია შევარდნაძეს" ესტუმრნენ.

          დაათვალიერეს ბაღი, სახელოსნოში გაცრეს და შეაზავეს მიწა, მოხატეს გარდენიაში დამზადებული თიხის ქოთნები და ჩარგეს მცენარეები.

          დასასრულს კი ყვავილებით დასაჩუქრდნენ.

        • ფსიქოლოგის საათი

        • 09/11/2023
        • ფსიქოლოგის საათი ჩვენს უსაყვარლეს მოსწავლეებთან.

          ბავშვთა სრულფასოვან პიროვნებად ფორმირების საკითხში უმნიშვნელოვანესია მათი უსაფრთხოების განცდა, ცოდნა იმისა თუ რა არის ძალადობა და როგორ გაუმკლავდნენ მას.

          თემა: ბულინგი.

          პატარებმა ისაუბრეს ბულინგზე და მის სხვადასხვა სახეობაზე. ისწავლეს თუ როგორ ამოიცნონ და აღმოფხვრან დაუყონებლივ.

          ფსიქოლოგი , ანა ქისტაური, სისტემატურად ზრუნავს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებოთ,რაც თავისთავად უზრუნველყოფს ჩვენს სკოლაში მოსწავლეთათვის უსაფრთხო და მშვიდი გარემოს არსებობას.

        • არტ-თერაპია

        • 09/11/2023
        • არტ-თერაპია - კიდევ ერთი , ინოვაციური მეთოდი , რომელსაც ,,მენაფირის აკადემია'' აქტიურად იყენებს.

          არტ-თერაპია ეხმარება ჩვენს ულამაზეს მოსწავლეებს გადმოიტანონ თავიანთი ემოციები ნამუშევრებში , განავითარონ შემოქმედითობა , ფოკუსირება მოახდინონ შეგრძნებებზე და ჰარმონია დაამყარონ საკუთარ თავთან .

        • Happy Halloween

        • 09/11/2023
        • Happy Halloween  ჩვენი ულამაზესი მოსწავლეები მათთვის სასურველი ფორმებით მობრძანდნენ და დღე გაგვიხალისეს.

          მათი სურვილები და სიხარული ჩვენთვის პრიორიტეტულია

          ჩვენ ვქმნით მომავალს!

        • შოკოლადის მუზეუმი

        • 09/11/2023
        • 28 ოქტომბერს ,,მენაფირის აკადემიის’’ მეორე ბ კლასის მოსწავლეები  შოკოლადის მუზეუმს ესტუმრნენ. მოისმინეს ლექცია შოკოლადის წარმოშობის შესახებ , მონიტორზე უყურეს ფილმებს და ამავდროულად ისიამოვნეს ცხელი შოკოლადის დაგემოვნებით.

           

        • ორფის მეთოდი

        • 30/10/2023
        • ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სახალისო მეთოდი, რომელსაც ,,მენაფირის აკადემია’’ იყენებს არის ,,ორფის’’ მეთოდი. ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს მუსიკის ფონზე ბავშვის-მოზარდის მუსიკალური სმენის,მახსოვრობისა და რითმის განვითარებას.

          ბავშვები სწავლის პროცესში მუსიკის ფონზე განუწყვეტლივ მოძრაობენ და უვითარდებათ ყურადღების კონცენტრაცია.

          პედაგოგი: თაკო შაუთიძე

        • ,,აი იას '' შემობრძანება

        • 21/10/2023
        • 20 ოქტომბერს მენაფირის აკადემიაში'' Iა, Iბ და Iგ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი - ,,აი იას'' შემობრძანება. ჩვენი ულამაზესი მოსწავლეები ეზიარნენ ,,დედა ენას'’ , როგორც ქართველების გულის საუნჯეს და ოქროს ასოებით შემოხაზეს აი ია. გაკვეთილი დატვირთული იყო უამრავი საინტერესო და სახალისო აქტივობით.

          პედაგოგები: მარიამ ასაბაშვილი , ირმა არაბიძე და ანა კასრელიშვილი.

        • ტვინების ბრძოლა

        • 21/10/2023
        • 19ოქტომბერს "მენაფირის აკადემიაში"გაიმართა "ტვინების ბრძოლის" 🧠 სასკოლო ჩემპიონატი, გაიმარჯვა გუნდმა"ბოლო გაფართხალებამ".გუნდის წევრები:ნიკოლოზ მუზაშვილი,მარიამ მარგველაშვილი,გიგი ცარციძე,ანი გელიკოშვილი და გუგა გოგიჩაშვილი . მადლობა ყველა მოსწავლეს აქტიური მონაწილეობისთვის
        • მედიათეკა

        • 21/10/2023
        • 11 ოქტომბერს რუსთავის მედიათეკას ,,მენაფირის აკადემიის" მოსწავლეები ესტუმრნენ. აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ შემეცნებით-საგანმანათლებლო მიმართულებით ახალგაზრდებმა საკუთარი თავის განვითარება შეძლონ.💻📚

          რუსთავის მედიათეკა დგას ყველა მსურველის გვერდით და მზადაა უმასპინძლოს , მოისმინოს სიახლეები და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს განათლებაში .

        • სათაური

        • Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Sint, adipisci, quibusdam, ad ab quisquam esse aspernatur exercitationem aliquam at fugit omnis vitae recusandae eveniet.

          Inventore, aliquam sequi nisi velit magnam accusamus reprehenderit nemo necessitatibus doloribus molestiae fugit repellat repudiandae dolor. Incidunt, nulla quidem illo suscipit nihil!Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit.