შემოდგომის მეჯლისი "მენაფირის აკადემიაში"
სიახლეები
შემოდგომის მეჯლისი "მენაფირის აკადემიაში"
- 28/04/2023
,,აი იას" შემობრძანება
- 28/04/2023
,, მანაფირის აკადემიაში" 8 ნოემბერს l ა კლსში ჩატარდა ღია გაკვეთილი - ,,აი იას" შემობრძანება (პედაგოგი მარიამ ჩახუნაშვილი ) მოსწავლეები პირველად ეზიარნენ ,,დედა ენას", როგორც ქართველების გულის საუნჯეს და ოქროს ასოებით შემოხაზეს აი ია. გაკვეთილი დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით.
კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კლუბში
- 28/04/2023
7 ნოემბერს ,,მენაფირის აკადემიაში" ჩატარდა კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კლუბის წევრებისათვის თემაზე: მიკროორგანიზმები-სახიფათო თუ სასარგებლო აგენტები? ბიოლოგიის პრაქტიკუმი-ხელის ჰიგიენა და მისი მნიშვნელობა.
კლუბში გაერთიანებულია 20 მოსწავლე,რომელსაც ხელმძღვანელობს ლაშა ჭელიძე.
წიგნის - „ტესტები ბიოლოგიაში აბიტურიენტებისა და პედაგოგებისათვის - 2022“ პრეზენტაცია
- 28/04/2023
31 ოქტომბერს „მენაფირის აკადემიას“ სტუმრობდა ამავე სკოლის კურსდამთავრებული ოქროს მედალოსანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VI კურსის სტუდენტი, წიგნის - „ტესტები ბიოლოგიაში აბიტურიენტებისა და პედაგოგებისათვის - 2022“ ავტორი - ლაშა ჭელიძე. სკოლაში ოფიციალურად გაიხსნა საბუნებისმეტყველო კლუბი, რომელიც აერთიანებს ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის მიმართულებებს. წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობა, კერძოდ, კონფერენციები, გასვლითი ღონისძიებები, ინტელექტუალური ვიქტორინები, სამეცნიერო წყაროებზე მუშაობის დანერგვა და ექსპერიმენტებში მონაწილეობის მიღება. ასევე, სკოლა უმასპინძლებს მოწვეულ სტუმრებს, რომლებიც წაიკითხავენ ლექციებს საბუნებისმეტყველო მიმართულებების აქტუალურ საკითხებზე.
გაიმართა კომპლექტის განახლებული გამოცემის პრეზენტაცია. წიგნში წარმოდგენილია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შედგენილი ტესტური დავალებები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარებათ საგნის უკეთ ათვისებასა და ბიოლოგიის ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარებაში.
„მენაფირის აკადემიის“ საბუნებისმეტყველო კლუბი შემდეგი კვირიდან აქტიურად იწყებს მუშაობას და განახორციელებს ყველა დასახულ მიზანს.
ტვინების ბრძოლა
- 28/04/2023
28 ოქტომბერს "მენაფირის აკადემიაში" გაიმართა "ტვინების ბრძოლა". შიდა სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა გუნდი "End Game" - გიორგი ხვედელიძე, მარიამ მარგველაშვილი, ანი გელიკოშვილი, ნიკა მუზაშვილი, გიორგი ცარციძე.
დიდი მადლობა ყველა მოსწავლეს აქტიური მონაწილეობისათვის.
"მენაფირის აკადემიის" გახსნის ცერემონია
- 24/11/2022
"მენაფირის აკადემიის" გახსნის ცერემონია.
4
9 აპრილი
- 01/09/2022
9 აპრილი დღე გამარჯვების და დღე მწუხარების. ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ამ უმნიშვნელოვანესი დღის აღსანიშნავად ლამპარის მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთები და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეს ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა.
სტუმრობა ეთნოგრაფიულ მუზეუმში
- 01/09/2022
27 აპრილს სკოლა ლამპარის VI და VIII კლასები ესტუმრნენ ეთნოგრაფიულ მუზეუმს სადაც გაეცნენ სხვადასხვა კუთხის საცხოვრისებს.
უკრაინისთვის
- 01/09/2022
ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა „ლამპარი“ უერთდება სოციალურ აქციას „ ბავშვები ბავშვებისათვის“ და სოლიდარობას უცხადებს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს!
სწორედ ამ აქციის ფარგლებში უკრაინელი ბავშვებისათვის ვაგროვებთ საკვებს, სამოსს, ჰიგიენის საშუალებებს, წამლებსა და ყველა იმ ნივთს, რომელიც პატარებს ესაჭიროება...
გთხოვთ, ჩაერთოთ აქციაში და ერთად შევუგროვოთ პატარებს მათთვის ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთები და პროდუქტები!!!
პ.ს. უშუალოდ ჰუმანიტარული ტვირთის დახარისხებასა და შესაბამისი კომპანიისათვის გადაცემაზე იზრუნებს შპს ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა-ბაღი „ლამპარის“ ადმინისტრაცია.
დიდი მადლობა, მაღალი სოციალური და ზნეობრივი პასუხიმგებლობის გამოჩენისათვის!
უკრაინის მხარდაჭერი პერფორმანსი
- 01/09/2022
მეგობარ ქვეყანას სოლიდარობას უცხადებს ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარი". 

გამარჯვებას ვუსურვებთ უკრაინელ მეგობრებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში!

ვაგროვებთ ჰუმანიტარულ დახმარებას რომ ამ გზით დავეხმაროთ უკრაინელებს მათთვის ამ რთულ პერიოდში.

დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!


შემოდგომის გაცილება
- 01/09/2022
ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარის" I-VI კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლების ხელმძღვანელობით ჩაატარეს საშემოდგომო ღონისძიება სახელწოდებით "ბარაქიანი, ოქროსფერი შემოდგომა", რომლის მიზანი იყო შემოქმედებითი უნარების განვითარება მოსწავლეებში და ცოდნა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წელიწადის ეს დრო.
ლამპარელებმა შემოდგომა გააცილეს ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით.
"აი ია"-ს შემობრძანება
- 01/09/2022
ბავშვთ დაცვის დღე
- 01/09/2022
ბოლო ზარი
- 01/09/2022
14 აპრილი
- 01/09/2022
9 აპრილი
- 01/09/2022
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
32 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან და 30 წელი - დამოუკიდებლობის აღდგენიდან - საქართველოს ისტორიის ამ ორი მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარის" IXა კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ მაკა ბაშელეიშვილთან ერთად ღონისძიება მოაწყვეს. მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს, ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
მურმან ჯინორია სტუმრობა ლიტერატურის კლუბში
- 01/09/2022
ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარის" ლიტერატურულ კლუბს სტუმრობდა ცნობილი ქართველი მსახიობი და მხატვრული სიტყვის ოსტატი მურმან ჯინორია.
ჩვენი წარჩინებული კურსდამთავრებული
- 01/09/2022
პარლამენტში სტუმრობა
- 01/09/2022
ზიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარის" მოსწავლეებმა კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა განახორციელეს სკოლის ორგანიზატორ შორენა მილაძესა და პედაგოგ გიორგი მენაფირესთან ერთად.
ლამპარელებს საქართველოს პარლამენტში უმასპინძლეს. შენობისა და შიდა ინტერიერის დათვალიერების გარდა, რუსთაველ მოსწავლეებს ადგილზე ესაუბრნენ საკანონმდებლო ორგანოს დანიშნულებაზე, ქვეყნის სადღეისო პრობლემებზე, სწავლა-განათლების მიღების აუცილებლობაზე. ყველა მოსწავლის შეკითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა ადგილზე.
"Juvenile Rights"
- 01/09/2022
2020 წლის 12 თებერვალს ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარს" ესტუმრა ამერიკული კუთხე პროექტ "Juvenile Rights" ფარგლებში. "საიას" მოწვეულმა ტრენერმა ნათია ქოქიაშვილმა შეხვედრაზე ბავშვთა უფლებებსა და ბულინგის თემაზე ისაუბრა. პროექტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სათაური
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Sint, adipisci, quibusdam, ad ab quisquam esse aspernatur exercitationem aliquam at fugit omnis vitae recusandae eveniet.
Inventore, aliquam sequi nisi velit magnam accusamus reprehenderit nemo necessitatibus doloribus molestiae fugit repellat repudiandae dolor. Incidunt, nulla quidem illo suscipit nihil!Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit.
