ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარში" საახალწლო ღონისძიება გაიმართა
სიახლეები
საახალწლო კარნავალი ლამპარში
- 01/09/2022
მე3 კლასის გამოსაშვები ღონისძიება
- 01/09/2022
ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარიში" ჩატარდა მე-3 ა და მე-3 ბ კლასის გამოსაშვები საღამო.
მოსწავლეებმა შეაფასეს საინტერესოდ გავლილი სამი წელი. ერთმანეთს ენაცვლებოდა ლექსი, სიმღერა,ცეკვა. დირექციის წარმომადგენლებმა ლამპარელებს მიულოცეს სკოლის შემდეგ ეტაპზე გადასვლა.
14 აპრილის ღონისძება
- 01/09/2022
"სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული,ენა,სარწმუნოება.თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?... სხვისი არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას... ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს..."
14 აპრილი-ქართული ენის დღე, ამ მოვლენის აღსანიშნავად ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარში" მოეწყო გაზეთების გამოფენა, ჩატარდა ღია გაკვეთილი, ვიქტორინა და ღონისძიება.
112 ში სტუმრობა
- 01/09/2022
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ოპერატორებმა, „112“-ის დღისადმი მიძღვნილი ცნობადობის გაზრდის კვირეულის ფარგლებში, თბილისის კლასიკური გიმნაზიის და ქ. რუსთავის კერძო სკოლა „ლამპარის“ მოსწავლეებს ინტერაქტიული გაკვეთილები ჩაუტარეს.
„112“-ის ოპერატორებმა სკოლის მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის შესახებ, რომლის მიზანია მოქალაქეთათვის გადაუდებელი შემთხვევების დროს დახმარების აღმოჩენა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს განუმარტეს, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე. მოზარდებს ასევე, განემარტათ არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და ის სანქციები, რაც გათვალისწინებულია ცრუ ზარის განხორციელების დროს.
11 თებერვალი 112-ის დღედ, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, 2009 წელს გამოცხადდა. 112-ის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ევროპის მასშტაბით, ყოველწლიურად იმართება. ამ დღის აღნიშვნის მიზანს მოსახლეობაში 112-ის ცნობადობის გაზრდა წარმოადგენს.

დავითობა "ლამპარში"
- 01/09/2022
წიგნის დღე
- 30/04/2019
23 აპრილი ოფიციალურად დასახელდა წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღედ. წიგნის სიყვარულზე ბევრჯერ დაუწერიათ მწერლებს. " ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი." (გურამ დონაჩანაშვილი)დღეს ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარში" აღინიშნა წიგნის საერთაშორისო დღე. მოსწავლეებმა წიგნები წაიკითეს და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
ლექცია - სისხლდენის ტიპები
- 30/04/2019
18 აპრილს ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარს" სტუმრობდა ყოფილი ლამპარელი, ოქროს მედალოსანი, ამჟამადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტიპენდიანტი ლაშა ჭელიძე, რომელმაც წაიკითხა ლექცია - სისხლდენის ტიპები, გულმკერდ-ფილტვის საბაზისო რეანიმაცია და სისხლის არტერიული წნევა, ასევე ჩაატარა პრაქტიკული სამუშაოები - ვენური და არტერიული სისხლდენების შეჩერებაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა. შეხვედრა იყო საინტერესო და შინაარსიანი.
3
9 აპრილი
- 30/04/2019
საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე და ამავდროულად საამაყო თარიღია 1989 წლის 9 აპრილი. მართლაც, რომ ტრაგიკული იყო ეს დღე, თუმცა ამ ფაქტმა დააჩქარა საქართველოს დამოუკიდებელ სახემწიფოდ გამოცხადების პროცესი. ეს იყო ნათელი მაგალითი სამშობლოს სიყვარულისა.სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარში" პედაგოგ ლალი ხადურის ხელმძღვანელობით ჩატარდა ღონისძიება. ლამპარელებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.
გაკვეთილი თემაზე "ლაშქრობა"
- 30/04/2019
ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარის" პედაგოგმა, გიორგი მენაფირემ, მე-4ა კლასში მოაწყო გასვლითი გაკვეთილი თემაზე "ლაშქრობა". შინაარსიანი და საინტერესო იყო გაკვეთილის თემა,რომელიც პედაგოგმა მოსწავლეებთან ერთად გაშალა ბუნების წიაღში.
7
ინგლისური ენის კვირეული
- 30/04/2019
ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა ,,ლამპარში' 25-29 მარტს გაიმართა ინგლისური ენის კვირეული.ჩატარდა ღია გაკვეთილები,გაიმართა საინტერესო პრეზენტაცია ,მოეწყო გამოფენა და გასვლითი ღონისძიება.
10
პირველი პრეზიდენტის დაბადებისდღე
- 30/04/2019
"იბადებიან ზოგჯერ გმირები!...
ზოგჯერ გმირებად იბადებიან!...
ღვთიურ სიდიდით გასაკვირვები-
ბოლო წუთამდე იხარჯებიან!"
31 მარტი-საქართველოს პირველი პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას,დაბადების დღე,რომლის სახელს ღირსეულად ატარებს სკოლა ,,ლამპარი".დღეს სკოლის დირექტორმა,თეიმურაზ მენაფირემ და პედაგოგებმა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში პატივი მიაგეს ეროვნული გმირის ნათელ ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს საფლავი.
ტვინების ბრძოლა
- 30/04/2019
26 მარტს ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარში" გაიმართა ტვინების ბრძოლა-გუნდური ინტელექტუალური თამაში. მონაწილეობა მიიღეს VII-XI კლასის მოსწავლეებმა. ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობდნენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა იყო ზოგადი. პირველ ადგლზე გავიდა XIა კლასი, მეორე ადგილზე - XIბ კლასი, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა IXა კლასის მოსწავლეებმა. ინტელექტუალურ თამაშს ხელმძღვანელობდნენ: მაკა ბაშელეიშვილი,თორნიკე ხოხონიშვილი და გიორგი მენაფირე.
3
დაწყებითი კათედრის კვირეული
- 30/04/2019
ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარში" 18-22 მარტს ჩატარდა დაწყებითი კლასების კვირეული, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ღია გაკვეთილები, გასვლითი ღონისძიებები და სხვადასხვა აქტივობები. კვირეული იყო შემეცნებითი, საინტერესო და მრავალფეროვანი.
13
შეხვედრა გიორგი კეკელიძესთან
- 30/04/2019
ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარს" სტუმრობდა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და თანამედროვე მწერალი გიორგი კეკელიძე. შეხვედრა იყო საინტერესო და შინაარსიანი. მოსწავლეებმა დასვეს კითხვები და მიიღეს სასარგებლო რჩევები.
112
- 30/04/2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ოპერატორებმა, „112“-ის დღისადმი მიძღვნილი ცნობადობის გაზრდის კვირეულის ფარგლებში, თბილისის კლასიკური გიმნაზიის და ქ. რუსთავის კერძო სკოლა „ლამპარის“ მოსწავლეებს ინტერაქტიული გაკვეთილები ჩაუტარეს.
„112“-ის ოპერატორებმა სკოლის მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის შესახებ, რომლის მიზანია მოქალაქეთათვის გადაუდებელი შემთხვევების დროს დახმარების აღმოჩენა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს განუმარტეს, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე. მოზარდებს ასევე, განემარტათ არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და ის სანქციები, რაც გათვალისწინებულია ცრუ ზარის განხორციელების დროს.
11 თებერვალი 112-ის დღედ, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, 2009 წელს გამოცხადდა. 112-ის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ევროპის მასშტაბით, ყოველწლიურად იმართება. ამ დღის აღნიშვნის მიზანს მოსახლეობაში 112-ის ცნობადობის გაზრდა წარმოადგენს.
1
დავით აღმაშენებლის ხსენების დღე
- 30/04/2019
ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარში" აღინიშნა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. მონაწილეობა მიიღეს მე-9 კლასის მოსწავლეებმა, კათედრის ხელმძღვანელის მაკა ბაშელეიშვილის თაოსნობით. ისაუბრეს დავით აღმაშენებლის ღვაწლსა და დამსახურებაზე ქვეყნისა და ერის წინაშე, გაიხსენეს სკოლის ფუძემდებელი დავით მენაფირე და ბოლოს გვირგვინით შეამკეს მისი საფლავი.
1
ახლი წლის ღონისძიება
- 30/04/2019
18 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარში" საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა
2
"ლამპარელები მოვდივართ,მოგვეცით სივრცე და გზა!" "გზა ევროპისკენ!"
- 30/04/2019
ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარი"-ს მოსწავლეები ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე,მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.ხაზი გაესვა ახლგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას ევროინტეგრაციის პროცესში.
1
swift
- 30/04/2019
ამა წლის 5 ნოემბერს ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა "ლამპარი"-ს დირექტორმა - თეიმურაზ მენაფირემ "swift"-ის ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
სათაური
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Sint, adipisci, quibusdam, ad ab quisquam esse aspernatur exercitationem aliquam at fugit omnis vitae recusandae eveniet.
Inventore, aliquam sequi nisi velit magnam accusamus reprehenderit nemo necessitatibus doloribus molestiae fugit repellat repudiandae dolor. Incidunt, nulla quidem illo suscipit nihil!Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit.