სიახლეები
☀️🎒 მენაფირის აკადემიის საზაფხულო სკოლა გრძელდება! 🎒☀️
- 29/06/2026
🎓💫 3 გ კლასის გამოსაშვები — ლამაზი დასასრული და ახალი დასაწყისი! 💫🎓
- 29/06/2026
🎓🌼 3 ბ კლასის გამოსაშვები დღე! 🌼🎓
- 29/06/2026
🎓✨ 3 ა კლასის განსაკუთრებული გამოსაშვები! ✨🎓
- 29/06/2026
🎓✨ კიდევ ერთი წარმატებული კურსდამთავრებული მენაფირის აკადემიიდან! ✨🎓
- 29/06/2026
კიდევ ერთი წარმატებული კურსდამთავრებული მენაფირის აკადემიიდან! დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ მენაფირის აკადემიის მე-12 კლასის მოსწავლე, ლილე მუქათარიძე, ჩაირიცხა IED Madrid-ში — ესპანეთის ერთ-ერთ წამყვან დიზაინის უნივერსიტეტში. ლილემ საკუთარი ნიჭის, შემოქმედებითი ხედვისა და შთამბეჭდავი პორტფოლიოს საფუძველზე წარმატებით გაიარა მრავალეტაპიანი შერჩევის პროცესი, მოხვდა საუკეთესო კანდიდატებს შორის და მოიპოვა სასწავლო დაფინანსება. ეს მნიშვნელოვანი მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შრომა, მიზანდასახულობა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა საერთაშორისო წარმატებისკენ მიმავალი გზის საფუძველია. ვულოცავთ ლილეს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ დაუვიწყარ სტუდენტურ წლებს, ახალ შესაძლებლობებს, საინტერესო პროექტებსა და კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს!
ჯანსაღი ცხოვრების წესი სკოლაში 🎓🚌
- 03/06/2026
ჯანსაღი ცხოვრების წესების უკეთ აღსაქმელად, მე-3 კლასის მოწავლეებს ჩვენივე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა , რომლებიც სპორტით არიან დაკავებულნი ,ჩაუტარეს საინტერესო და პრაქტიკული რჩევებით დატვირთული გაკვეთლი.
ჩვენმა მოსწავლეებმა შეადგინეს სკოლის სასადილოსთვის ჯანსაღი რაციონი ,დახატეს ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი გმირი.
მიიღეს რჩევები სასკოლო ჩანთის წორად ტარებისა და ხერხემლის გამრუდების თავიდან აცილების შესახებ.
ისწავლეს მარტივი, მათი ასაკისა და წონისთვის შესაბამისი ვარჯიშები.
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლეებმა:
* გააცნობიერონ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა;
* დაასახელონ ჯანსაღი კვების ძირითადი წესები;
* იმსჯელონ ძილის რეჟიმისა და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზე;
* გაარჩიონ სასარგებლო და მავნე ჩვევები;
* ჩამოაყალიბონ საკუთარი ყოველდღიური ჯანსაღი ჩვევები.
გაკვეთილი კი ჩვენი სკოლის XI კლასის მოსწავლემ , გიორგი კიკაჩეიშვილმა ჩაატარა
ულამაზესი 1 ბ კლასის გამოსაშვები ❤️
- 03/06/2026
წარმოგიდგენთ უსაყვარლეს 1 გ კლასს , რომელმაც პირველი კლასი შესანიშნავად გააცილა.🌸❤️
- 03/06/2026
ჩვენი ულამაზესი I ა კლასის საოცარი გამოსაშვები ღონისძიება! 🌺❤️
- 03/06/2026
ჩვენი III ა კლასი დაუვიწყარ თავგადასავალში გაემგზავრა და საოცარი დღე გაატარა ძველი თბილისის ულამაზეს გარემოში. ✨🏙️🌿
- 03/06/2026
მოსწავლეებმა მოინახულეს ძველი თბილისის ისტორიული და კულტურული ადგილები , დაათვალიერეს გამორჩეული ხედები , გაიცნეს ქალაქის მრავალფეროვანი ისტორია და განსაკუთრებული ყურადღებით უსმენდნენ გიდის საინტერესო მონათხრობს
ტურის დასასრულს კი მოსწავლეებმა უგემრიელესად წაიხემსეს , რამაც ეს ლამაზი, თბილი და შთამბეჭდავი დღე კიდევ უფრო სასიამოვნო გახადა
ბევრი ემოცია , ახალი გამოცდილება , შემეცნება და დაუვიწყარი მოგონებები — სწორედ ასე იქცა ეს დღე ბავშვებისთვის განსაკუთრებულ თავგადასავლად
🐝🍯 ჩვენმა პატარა მე-3 ბ კლასმა დაუვიწყარი დღე გაატარა მეფუტკრეობაში!
- 03/06/2026
ბავშვებს საოცარი სიფრთხილითა და დიდი დაკვირვებით აუხსნეს, თუ როგორ ამზადებენ ფუტკრები თაფლს
მათ ახლოდან დაათვალიერეს ფუტკრების სამყარო, გაიგეს ბევრი საინტერესო ინფორმაცია და საკუთარი თვალით ნახეს შრომისმოყვარე ფუტკრების ყოველდღიურობა
დღე სავსე იყო ბედნიერი ემოციებით, შემეცნებითი აქტივობებითა და მხიარული წუთებით
უსაფრთხო, მეგობრულ და მშვიდ გარემოში ბავშვებმა საოცარი დრო გაატარეს, ბევრი იმხიარულეს, ითამაშეს და კიდევ ერთი განსაკუთრებული მოგონება შექმნეს
ეს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე თბილი და საინტერესო დღე იყო ჩვენი პატარებისთვის
მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და სიყვარულით წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი გაზეთები 📰✨
- 03/06/2026
თითოეულ ნამუშევარში ნათლად იკვეთება მათი შემოქმედებითი ხედვა ,
ფანტაზია და შრომისმოყვარეობა
ეს აქტივობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სწავლა შეიძლება იყოს საინტერესო, ინტერაქტიული და შემოქმედებითობით სავსე
3 ბ კლასი 📚✨
- 03/06/2026
ბავშვები აფასებენ და აანალიზებენ საკუთარ ღირებულებებს , დამოუკიდებლად იღებენ რთულ გადაწყვეტილებებს და არგუმენტების დახმარებით ამყარებენ საკუთარ მოსაზრებებს .
ჩვენი სკოლა მუდამ ზრუნავს ბავშვების მორალურ განვითარებაზე
დღეს მე-5 კლასში, საგან „ჩვენი საქართველო“-ს ფარგლებში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი ✨
- 03/06/2026
მოსწავლეებმა გაკვეთილის მიზნის შესაბამისად გაიღრმავეს ცოდნა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების — ქართლისა და იმერეთის შესახებ . მათ ამოიცნეს რეგიონების მდებარეობა რუკაზე, დაახასიათეს ბუნებრივი , კულტურული და სამეურნეო თავისებურებები, ასევე შეადარეს ერთმანეთს ეს ორი მნიშვნელოვანი მხარე .
გაკვეთილის პროცესში მოსწავლეებმა განავითარეს თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარები ჯგუფური მუშაობის საშუალებით .
განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო ნაწილი იყო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება — მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ საგანმანათლებლო აპლიკაცია Kahoot-ის გამოყენებაში , რაც სწავლის პროცესს კიდევ უფრო ინტერაქტიულს ხდიდა.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს შთამბეჭდავი პროექტები აფხაზეთის შესახებ
- 03/06/2026
მათ შექმნეს 3D გამოსახულებები საკუთარი ხელით — რაც ამ პროექტს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. თითოეულმა ნამუშევარმა შეგვახსენა, რომ აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული და სულიერად დატვირთული კუთხეა.
მისი ბუნებრივი სილამაზე და ისტორიული მემკვიდრეობა ქმნის უნიკალურ მთლიანობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია.
მოსწავლეებმა განსაკუთრებული ემოციით აღნიშნეს, რომ აფხაზეთი ჩვენია — ერთადერთი და განუმეორებელი.
ის არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი…
ის არის ჩვენი იდენტობა, ტკივილისა და მომავლის იმედის ნაწილი
პროექტებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო:
რიწის ტბას — კავკასიის მარგალიტს
ბედიის ბარძიმს — ქართული ოქრომჭედლობის შედევრს
გეგის ჩანჩქერს — ბუნების მძლავრი ენერგიის სიმბოლოს
ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით, რომლებმაც დიდი გულითა და სიყვარულით წარმოადგინეს ეს თემა.
ინტეგრირებული გაკვეთილი მე-4 ა და ბ კლასებში. 📚✨ “მე და საზოგადოება და მედიცინა” 🧠⚕️
- 03/06/2026
გაკვეთილის თემა: “მავნე ჩვევები”
გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა განიხილეს მათი ასაკისთვის დამახასიათებელი მავნე ჩვევები, როგორებიცაა: მოუწესრიგებლობა , ჰიგიენური ნორმების დაუცველობა , გადამეტებული ჭამა , ეკრანდამოკიდებულება და საღეჭი რეზინის მუდმივი გამოყენება
სხვადასხვა აქტივობის საშუალებით მათ ამოიცნეს მავნე ჩვევები და დასახეს მათი პოზიტიური ქცევებით ჩანაცვლების გზები.
ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა მოწვეულ სტუმართან – ლაშა ჭელიძესთან , რომელიც გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უჯრედის მოლეკულური ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული ლექტორი , საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის დირექტორი “მენაფირის აკადემიის“ კლუბების მენეჯერი და 4 კლასების ,,მე და საზოგადოების’’ მასწავლებელთან - მარიამ ტალახაძესთან ერთად
Learning through play is more fun! Our smart first graders ❤️
- 03/06/2026
სწავლა თამაშით უფრო სახალისოა ! ჩვენი ჭკვიანი პირველ კლასელები
III A Class
- 03/06/2026
English Project: Rooms in a House
Our students confidently explored new vocabulary, using words that were completely new to them and bringing their ideas to life in English!
IV ა და ბ კლასის მოსწავლეები სასწავლო ექსკურსიით ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ 🌿🌼
- 03/06/2026
მოსწავლეებმა გიდის თანხლებით მოისმინეს საინტერესო და შემეცნებითი ინფორმაცია სხვადასხვა მცენარის შესახებ — მათი წარმოშობა, მნიშვნელობა და უნიკალური თვისებები. ბავშვები დიდი ინტერესით დააკვირდნენ ბუნების მრავალფეროვნებას
ექსკურსიის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი კი მიკროსკოპში მცენარეების დათვალიერება აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს ის დეტალები, რომლებიც ჩვეულებრივ შეუიარაღებელი თვალისთვის შეუმჩნეველია , რაც მათთვის განსაკუთრებით საინტერესო და შთამბეჭდავი გამოცდილება გახდა .
ეს დღე სავსე იყო ახალი აღმოჩენებით, ემოციებითა და ცოდნით
ჩვენი უსაყვარლესი 1-გ კლასი წიგნის დღესთან დაკავშირებით საბავშვო ბაღ „ლამპარის“ ფრესქულს ესტუმრა და პატარებს გულმოდგინედ, დიდი სიყვარულით წაუკითხა ზღაპრები. 📚✨
- 03/06/2026
ბოლოს კი ჩვენი პატარები პაწია წიგნებითაც დაასაჩუქრეს
სათაური
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Sint, adipisci, quibusdam, ad ab quisquam esse aspernatur exercitationem aliquam at fugit omnis vitae recusandae eveniet.
Inventore, aliquam sequi nisi velit magnam accusamus reprehenderit nemo necessitatibus doloribus molestiae fugit repellat repudiandae dolor. Incidunt, nulla quidem illo suscipit nihil!Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit.
